ჰანს შნაიდერჰენი
ჰანს შნაიდერჰენი | |
---|---|
გერმ. Hans Schneiderhöhn | |
დაბ. თარიღი | 2 ივნისი, 1887[1] [2] |
დაბ. ადგილი | მაინცი |
გარდ. თარიღი | 5 აგვისტო, 1962[1] [2] (75 წლის) |
გარდ. ადგილი | ზელდენი |
მოქალაქეობა | გერმანია |
საქმიანობა | მინერალოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და გეოლოგი |
მუშაობის ადგილი | ფრაიბურგის უნივერსიტეტი, გისენის უნივერსიტეტი, აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტი და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ფრაიბურგის უნივერსიტეტი და გისენის უნივერსიტეტი |
ჰანს შნაიდერჰენი (გერმ. Hans Schneiderhöhn; დ. 2 ივნისი, 1887, მაინცი — გ. 5 აგვისტო, 1962, ზელდენი) — გერმანელი გეოლოგი და მინერალოგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1909 წელს დაამთავრა გისენის უნივერსიტეტი. 1909–14 წლებში ბერლინის უნივერსიტეტში მუშაობდა ასისტენტად. სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში შეისწავლა რეგიონული გეოლოგიისა და მადნების ადგილმდებარეობის საკითხები. 1920 წლიდან გისენის უნივერსიტეტის პროფესორია. 1924 წლიდან აახენის უმაღლესი ტექნიკური სკოლის მინერალოგიის ინსტიტუტის დირექტორი. 1926–55 წლებში ბრესლაუში იყო ფრაიბურგის უნივერსიტეტთან არსებული გეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი და პროფესორი. მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა მადნების შესწავლისა და მათი ადგილმდებარეობის გენეზისის საკითხებს. განაზოგადა აფრიკის მადნების დანალექი გენეზისი, გერმანიის სპილენძ-ალმადნების საბადოების წარმოშობა, ალპური და წყნაროკეანური გეოსინკლინური სარტყლების მადნების საბადოების წარმოშობის რეგენერაცია. ავტორია ცნობილი სახელმძღვანელოებისა გეოლოგიაში. რიგი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებებისა და აკადემიების წევრი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Соколов Г. А., Ганс Шнейдерхен, "Геология рудных месторождений", 1963, №3;
- Cissarz A., Hans Schneiderhöhn, "Neues Jahrbuch für Mineralogie Abhandlungen", 1957, Bd 91, S. 1—8.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #116839333 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია