ჰანს შნაიდერჰენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰანს შნაიდერჰენი
გერმ. Hans Schneiderhöhn
დაბ. თარიღი 2 ივნისი 1887(1887-06-02)[1] [2]
დაბ. ადგილი მაინცი
გარდ. თარიღი 5 აგვისტო 1962(1962-08-05)[1] [2] (75 წლის)
გარდ. ადგილი ზელდენი
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
მუშაობის ადგილი ფრაიბურგის უნივერსიტეტი, გისენის უნივერსიტეტი და აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტი

ჰანს შნაიდერჰენი (გერმ. Hans Schneiderhöhn; დ. 2 ივნისი, 1887, მაინცი — გ. 5 აგვისტო, 1962, ზელდენი) — გერმანელი გეოლოგი და მინერალოგი. 1909 წელს დაამთავრა გისენის უნივერსიტეტი. 1909-1914 წლებში ბერლინის უნივერსიტეტში მუშაობდა ასისტენტად. სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში შეისწავლა რეგიონული გეოლოგიისა და მადნების ადგილმდებარეობის საკითხები. 1920 წლიდან გისენის უნივერსიტეტის პროფესორია. 1924 წლიდან აახენის უმაღლესი ტექნიკური სკოლის მინერალოგიის ინსტიტუტის დირექტორი. 1926-1955 წლებში ბრესლაუში იყო ფრაიბურგის უნივერსიტეტთან არსებული გეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი და პროფესორი. მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა მადნების შესწავლისა და მათი ადგილმდებარეობის გენეზისის საკითხებს. განაზოგადა აფრიკის მადნების დანალექი გენეზისი, გერმანიის სპილენძ-ალმადნების საბადოების წარმოშობა, ალპური და წყნაროკეანური გეოსინკლინური სარტყლების მადნების საბადოების წარმოშობის რეგენერაცია. ავტორია ცნობილი სახელმძღვანელოებისა გეოლოგიაში. რიგი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებებისა და აკადემიების წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Соколов Г. А., Ганс Шнейдерхен, "Геология рудных месторождений", 1963, №3;
  • Cissarz A., Hans Schneiderhöhn, "Neues Jahrbuch für Mineralogie Abhandlungen", 1957, Bd 91, S. 1—8.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]