ჰაზი ასლანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაზი აჰად ოღლი ასლანოვი
Həzi Əhəd oğlu Aslanov
ეროვნება აზერბაიჯანელი
დაბადების თარიღი 4 თებერვალი, 1910
დაბადების ადგილი ლენქორანი, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 24 იანვარი, 1945 (34 წლის)
გარდაცვალების ადგილი პრიეკულე, ლიეპაია, ლატვიის სსრ, საბჭოთა კავშირი
კუთვნილება საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
ჯარის სახეობა ჯავშანსატანკო და მექანიზირებული ჯარები
სამხედრო სამსახურის წლები 1924–1945
წოდება გენერალ-მაიორი
ნაწილი 35-ე გვარდიული სატანკო ბრიგადა
ბრძოლები/ომები მოსკოვის ბრძოლა 1941–42,
სტალინგრადის ბრძოლა,
ბელორუსიის ოპერაცია (1944) /
სსრკ-ფინეთის ომი,
დიდი სამამულო ომი
ჯილდოები
საბჭოთა კავშირის გმირი საბჭოთა კავშირის გმირი
ლენინის ორდენი ლენინის ორდენი წითელი დროშის ორდენი წითელი დროშის ორდენი წითელი დროშის ორდენი სუვოროვის II ხარისხის ორდენი წითელი ვარსკვლავის ორდენი წითელი ვარსკვლავის ორდენი მედალი „კავკასიის დაცვისათვის“
სამკერდე ნიშანი ორი ჭრილობისათვის — მძიმე და მსუბუქი

ჰაზი აჰად ოღლი ასლანოვი (აზერ. Həzi Əhəd oğlu Aslanov; დ. 4 თებერვალი, 1910 — გ. 24 იანვარი, 1945) — საბჭოთა მხედართმთავარი, სატანკო არმიის გენერალ-მაიორი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი (1942, 1991).[1][2][3][4]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაზი ასლანოვი 1910 წლის 22 იანვარს (4 თებერვალს), ლენქორანში დაიბადა. დაწყებითი განათლება ქალაქის საშუალო სკოლაში მიიღო. მამამისი აჰადი, კარბალაში ვიზიტის დროს, 1923 წელს გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. უმამოდ დარჩენილმა ჰაზიმ, 13 წლის ასაკში, იმავე აგურის ქარხანაში დაიწყო მუშაობა, სადაც მამამისი მუშაობდა. მოგვიანებით ამიერკავკასიის სამხედრო სასწავლებელში გაგზავნეს. 1924–1930 წლებში ბაქოსა და ლენინგრადის სამხედრო სკოლებში სწავლობდა. 1929 წლიდან ლენინგრადის საკავალერიო სკოლაში განაგრძო სწავლა. ორწლიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ იგი კოტოვსკის III ბესარაბიის საკავალერიო განყოფილებაში ოცეულის მეთაურად დაინიშნა.

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა უკრაინაში. 1941 წლის 23 ივნისის ღამეს, გერმანიის ჯავშანტექნიკასთან არათანაბარ ბრძოლაში ჰაზიმ თავი გამოავლინა როგორც უნარიანმა მეთაურმა. იგი და მისი თანამებრძოლები დონბასის ტერიტორიაზე ხუთი თვის განმავლობაში იგერიებდნენ მტრის შემოტევებს. 1941 წლის დეკემბერში მოსკოვის გარშემო მიმდინარე ბრძოლებში[5] გამოჩენილი გმირობისათვის მას წითელი ვარსკვლავის ორდენი მიენიჭა. ხარკოვისა და სტალინგრადის გარშემო მიმდინარე ბრძოლების დროს, 55-ე სატანკო პოლკმა ჰაზის მეთაურობით ძლიერი დარტყმა მიაყენა მტერს. [6] ასლანოვის ტანკები 40 კილომეტრზე მეტ მანძილზე მოქმედებდნენ და სტალინგრად-სალსკის რკინიგზის მონაკვეთი გაათავისუფლეს გერმანელებისგან. ასლანოვის მეომრებმა დიდი გამბედაობა გამოიჩინეს ვერხნე-კუმსკის რაიონის მახლობლად გამართულ ბრძოლებში. მათ გაანადგურეს მტრის ორი ათასამდე მებრძოლი, 30 ტანკი და 50 მანქანა. ამ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათის 1942 წლის 22 დეკემბერს პოდპოლკოვნიკ ჰაზი ასლანოვს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

ჰაზი ასლანოვი მუდმივად ცდილობდა სამხედრო ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას. 1943 წლის 17 დეკემბრიდან 1944 წლის 6 აპრილამდე, იგი 3 თვის განმავლობაში გადიოდა ჯავშანტექნიკის აკადემიის სასწავლო კურსებს. შემდეგ იგი დაბრუნდა 35-ე გვარდიის სატანკო ბრიგადაში. 1944 წლის 13 მარტს მას სატანკო ჯარების გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. 1944 წლის ივნისის ბოლოს ბელორუსიისა და ბალტიისპირეთის პირველი ფრონტები შეტევაზე გადავიდნენ. ოკუპირებული ბელორუსიის ქალაქების უდიდესი ნაწილისა და რკინიგზის განთავისუფლების შემდეგ, ასლანოვის ტანკებმა შეტევები ვილნიუსის მიმართულებით განაგრძეს. აღნიშნულ ბრძოლებში მოპოვებული გამარჯვებისათვის, 35-ე გვარდიის სატანკო ბრიგადა წითელი დროშის ორდენით, ხოლო თავად ასლანოვი სუვოროვის ორდენით დაჯილდოვდა.

1944 წლის 1 აგვისტოს, ასლანოვის ბრიგადამ, სხვა სამხედრო ნაწილებთან ერთად, ქალაქი იელავა მტრისგან გაათავისუფლა. ვოლგიდან ბალტიისპირეთამდე გამართულ ბრძოლებში მან თავი გამოავლინა, როგორც გამორჩეულად უნარიანმა მეთაურმა. ასლანოვის პოლკი აქტიურად მონაწილეობდა დონის როსტოვის, ტაგანროგის განთავისუფლებასა და კურსკის ბრძოლაში. ასლანოვის 35-ე გვარდიის სატანკო ბრიგადა განსაკუთრებით გამოირჩეოდა ბელორუსიისა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების განთავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში.

სამხედრო წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უფროსი ლეიტენანტი (1935)
  • კაპიტანი (1939)
  • მაიორი (1940)
  • პოდპოლკოვნიკი (1942)
  • პოლკოვნიკი (1943)
  • სატანკო არმიის გენერალ-მაიორი (13.03.1944)

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Указ Президиума Верховного Совета СССР «О присвоении звания Героя Советского Союза начальствующему составу Красной Армии» от 22 декабря 1942 года // Ведомости Верховного Совета Союза Советских Социалистических Республик : газета. — 1942. — 25 декабря (№ 46 (205)). — С. 1.
  • Аббасзаде Г. Генерал. — Баку, 1986.
  • Багиров М. Путь генерала: Историко-биографический очерк о генерале А. Асланове. — Баку: Язычи, 1988. — 181 с.
  • Генералы Азербайджана. Каталог. Национальная Академия Наук Азербайджана. Музей истории Азербайджана. — Баку, 2005. — С.117-126.
  • Жилин В. А. Герои-танкисты 1941–1942. — М.:Эксмо, Яуза, 2008.
  • Жилин В. А. Герои-танкисты 1943–1945. — М.:Эксмо, Яуза, 2008. — ISBN: 978-5-699-3053.
  • Казарян А. В.. «Война, люди, судьбы». Книга II. — Ереван, 1977.
  • Огульчанский И. Г. Ази Асланов. — М.: Воениздат, 1960. — 296 с.
  • Сталинградская битва. Июль 1942 — февраль 1943: энциклопедия / под ред. М. М. Загорулько. — 5-е изд., испр. и доп. — Волгоград: Издатель, 2012. — С. 49. — 800 с.
  • Герои Советского Союза. Краткий биографический словарь. Т.1. М., 1987
  • Золотые Звёзды Азербайджана. Баку, 1975

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]