ხოსე მარია დე პერედა
ხოსე მარია დე პერედა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 6 თებერვალი, 1833[1] |
დაბადების ადგილი | სანტანდერი |
გარდაცვალების თარიღი | 1 მარტი, 1906[1] (73 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სანტანდერი[2] |
საქმიანობა | ჟურნალისტი, მწერალი[3] , პოლიტიკოსი და რომანისტი |
ენა | ესპანური ენა |
მოქალაქეობა | ესპანეთი |
Magnum opus | El sabor de la tierruca, Tipos y paisajes და Al primer vuelo |
ჯილდოები | ალფონს XII-ის ორდენის დიდი ჯვარი |
შვილ(ებ)ი | |
ხოსე მარია დე პერედა (ესპ. José María de Pereda; დ. 6 თებერვალი, 1833, პოლანკო — გ. 1 მარტი, 1906, პოლანკო) — ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული რომანისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერედა თავის შემოქმედებაში იგი მშობლიური მხარის ყოფა-ცხოვრების მართალ სურათებს ხატავდა. რომანებში აღწერდა ჩამორჩენილი და გაუნათლებელი გლეხების მძიმე მდგომარეობას, რომელთაც სძულდათ კაპიტალიზმი, თავისი უბედურების ახალი მიზეზი, და ნუგეშს რელიგიაში ეძებდნენ. გარდა ამისა პერედას შემოქმედებაში გამოსჭვივის გლეხთა დემოკრატიული განწყობილებაც. მის რომანებს შორის აღსანიშნავია მეთევზეთა მძიმე ცხოვრების ამსახველი „სოტილესი“ (1884).
პერედამ მის მიერ დაწერილი რომანები და ნარკვევები შეაგროვა და ორ წიგნად გამოსცა: „მთის სცენარი“ (1864) და „ტიპები და პეიზაჟები“ (1871). მოთხრობებსა და ნარკვევებში პერედა გვევლინება როგორც რეალისტი მწერალი, რომელიც მსუბუქი ირონიითა და მხატვრული სიძლიერით ხატავს მშობლიური კუთხის მართალ სურათებს: გაღატაკებულ დიდგვაროვან პირებს თუ გამდიდრებულ გლეხებს, სოფლის ხელისუფალთა თვითნებობას და ახალგაზრდა გლეხების სატრფიალო, ლირიკულ სცენებს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118790293 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Переда Хосе Мария де // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.