ხოსე მარია დე პერედა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხოსე მარია დე პერედა
José María de Pereda, de Zenón Quintana, La Esfera, 11-03-1916.jpg
დაბადების თარიღი 6 თებერვალი 1833(1833-02-06)[1]
დაბადების ადგილი Santander
გარდაცვალების თარიღი 1 მარტი 1906(1906-03-01)[1] (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი Santander[2]
საქმიანობა ჟურნალისტი, მწერალი, პოლიტიკოსი და რომანისტი
ენა ესპანური ენა[3]
მოქალაქეობა ესპანეთი
ჟანრი რომანი
Magnum opus El sabor de la tierruca, Q31202254? და Al primer vuelo
ჯილდოები ალფონს XII-ის ორდენის დიდი ჯვარი
შვილ(ებ)ი Vicente de Pereda y Revilla

ხოსე მარია დე პერედა (ესპ. José María de Pereda; დ. 6 თებერვალი, 1833, პოლანკო — გ. 1 მარტი, 1906, პოლანკო) — ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული რომანისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერედა თავის შემოქმედებაში იგი მშობლიური მხარის ყოფა-ცხოვრების მართალ სურათებს ხატავდა. რომანებში აღწერდა ჩამორჩენილი და გაუნათლებელი გლეხების მძიმე მდგომარეობას, რომელთაც სძულდათ კაპიტალიზმი, თავისი უბედურების ახალი მიზეზი, და ნუგეშს რელიგიაში ეძებდნენ. გარდა ამისა პერედას შემოქმედებაში გამოსჭვივის გლეხთა დემოკრატიული განწყობილებაც. მის რომანებს შორის აღსანიშნავია მეთევზეთა მძიმე ცხოვრების ამსახველი „სოტილესი“ (1884).

პერედამ მის მიერ დაწერილი რომანები და ნარკვევები შეაგროვა და ორ წიგნად გამოსცა: „მთის სცენარი“ (1864) და „ტიპები და პეიზაჟები“ (1871). მოთხრობებსა და ნარკვევებში პერედა გვევლინება როგორც რეალისტი მწერალი, რომელიც მსუბუქი ირონიითა და მხატვრული სიძლიერით ხატავს მშობლიური კუთხის მართალ სურათებს: გაღატაკებულ დიდგვაროვან პირებს თუ გამდიდრებულ გლეხებს, სოფლის ხელისუფალთა თვითნებობას და ახალგაზრდა გლეხების სატრფიალო, ლირიკულ სცენებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]