ხარისჩლიქა
იერსახე
ხარისჩლიქა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Asarum | ||||||||||||
|
ხარისჩლიქა (ლათ. Asarum) — მცენარეთა გვარი ძირმწარასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. მხოხავი ფესურა და მიწისზედა მოკლეგანუვითარებელი ღერო აქვთ.
100-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში დასავლეთ ციმბირსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გვხვდება ამ გვარის მხოლოდ 1 სახეობა — ქართული ხარისჩლიქა.
იზრდება ტყესა (უმთავრესად წიფლნარში) და დაჩრდილულ ბუჩქნარში. დეკორატიული მცენარეა. იყენებენ ხალხურ მედიცინაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 437.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Takashi Sugawara (1982). „Taxonomic studies of Asarum sensu lato“. Journal of Plant research. 95 (3): 295–302.[მკვდარი ბმული]
- Lawrence M. Kelly (2001). „Taxonomy of Asarum Section Asarum (Aristolochiaceae)“. Systematic Botany. 26 (1): 17–53. doi:10.1043/0363-6445-26.1.17.
- List of Asarum species დაარქივებული 2012-02-24 საიტზე Wayback Machine.
- The International Agency for Research on Cancer.