შინაარსზე გადასვლა

წონა (ძალა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წონა.
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: მასა.
წონა

ზამბარიანი სასწორით იზომება ობიექტის წონა
სიმბოლოს აღნიშვნა
SI სისტემა ნიუტონი (ნ)
ექსტენსიურია? კი
ინტენსიურია? არა
შენახვადია? არა
სხვა სიდიდეებიდან
წარმოება

განზომილება
სურათები ვიკისაწყობში

წონა (აღნიშვნა: ) — ძალა, რომლითაც სიმძიმის ძალის ველში უძრავი სხეული მოქმედებს საკიდარზე ან ჰორიზონტალურ საყრდენზე, რომელიც აბრკოლებს სხეულის თავისუფალ ვარდნას. რიცხობრივად სხეულის წონა მასზე მოქმედი სიმძიმის ძალის ტოლია, ე. ი. , სადაც არის სხეულის მასა, — თავისუფალი ვარდნის, ანუ სიმძიმის ძალის აჩქარება. რადგანაც სხეულის მასა მუდმივი სიდიდეა (ჩვეულებრივ პირობებში), ხოლო მნიშვნელობა დედამიწაზე განედისა და ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით იცვლება, ამიტომ სხეულის წონაც შესაბამისად იცვლება. მნიშვნელობა და მასთან ერთად წონაც დამოკიდებულია თავისი ღერძის ირგვლივ დედამიწის ბრუნვით განპირობებულ აჩქარებაზე. ამ მიზეზით სხეულის წონა ეკვატორზე (1/288)-ით ნაკლებია, ვიდრე პოლუსებზე.

დედამიწის ზედაპირის მახლობლად მცირე არეში მნიშვნელობა შეიძლება მუდმივად ჩავთვალოთ, ხოლო სხეულის წონა — თავისივე მასის პროპორციულად. ამით სარგებლობენ მაშინ, როცა სხეულთა მასებს წონავენ ბერკეტიანი სასწორით მათი აწონის მეშვეობით. ამასთანავე, მნიშვნელობა ასაწონი სხეულისა და საწონისათვის ერთი და იგივეა. ზამბარიანი სასწორით ზომავენ სხეულის წონას. ამ სასწორის მეშვეობით სხეულის მასა რომ გავიგოთ უნდა ვიცოდეთ სიდიდე აწონის პუნქტში. წონა და მასა სხვადასხვა ფიზიკური სიდიდეა. მათი გაიგივება არ შეიძლება. მათ ზომავენ სხვადასხვა ერთეულით: წონას ძალის ერთეულებით (დნ, ნ, კგძ, ტძ და სხვა), ხოლო მასას — მასის ერთეულებით (გ, კგ, ტ და სხვა).

თხევად ან აირისებრ გარემოში ჩაძირულ სხეულზე, გარდა სიმძიმის ძალისა, მოქმედებს არქიმედეს ძალაც, ამიტომ მაგალითად ზამბარიანი სასწორი ჰაერში უფრო ნაკლებ წონას აჩვენებს, ვიდრე ვაკუუმში. ბერკეტიანი სასწორისათვის ამგვარი განსხვავება დამოკიდებული იქნება საწონისა და ასაწონი სხეულის სიმკვრივეთა ფარდობაზე.

ლიფტში უძრავი სხეული, რომელიც მასთან ერთად მოძრაობს ვერტიკალურად აჩქარებით, მის იატაკზე მოქმედებს ძალით, რაც წონის გადიდების ან შემცირების ეკვივალენტურია. ლიფტის თავისუფალი ვარდნისას მყარდება უწონობის მდგომარეობა. ასეთივე დგომარეობაა ნებისმიერი სხეულისათვის, რომელიც თავისუფლად და წინსვლით მოძრაობს გრავიტაციულ ველში (რაკეტა, თანამგზავრი და სხვა).