შინაარსზე გადასვლა

რაკეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოიუზ-უ ბაიკონურის კოსმოდრომზე, ყაზახეთი.

რაკეტა (იტალ. rocchetta < გერმ. Rakete ან ნიდერლ. raket) — საფრენი აპარატი, რომელიც გადაადგილდება სივრცეში საწვავის წვით გამოწვეული რეაქტიული წევით. ვინაიდან რაკეტის ფრენისთვის არაა საჭირო ჰაერი ან აიროვანი გარემოს არსებობა, მას შეუძლია იფრინოს , როგორც ნებისმიერ ამოსფეროში ასევე ვაკუუმშიც. სიტყვა რაკეტა გულისხმობს საფრენი მოწყობილობების ფართო სპექტრს, დაწყებული სადღესასწაულო გართობიდან დამთავრებული რაკეტა-მატარებლამდე.

სამხედრო ტერმინოლოგიაში სიტყვა რაკეტა აღნიშნავს კლასს, ჩვეულებრივ უპილოტო საჰაერო აპარატებს, რომლებიც გამოიყენება შორეული სამიზნეების განადგურებისთვის ფრენის რეაქტიული ძრავის გამოყენებით.

რაკეტა წარმოადგენს მრავალსაფეხურიან ბალისტიკურ რაკეტას, რომლის სასარგებლო ტვირთი ხელოვნური კოსმოსური ობიექტია. შორეული ფრენის დროს რაკეტა გაჰყავთ დხთ-ის ორბიტაზე, საიდანა იგი შემდეგ სტარტს იღებს ახალი ორბიტისაკენ. გამოგონებულ იქნა ჯერ კიდევ ჩინეთში დაახლოებით ათასი წლის წინ (მუშაობდა მყარ საწვავზე), მაგრამ პირველი რეალური საბრძოლო რაკეტა შექმნეს გერმანელებმა XX საუკუნის 40-იან წლებში. ეს იყო „ფაუ-2“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]