წითელი ტრიქოლომოფსისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წითელი ტრიქოლომოფსისი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ტრიქოლომასებრნი
გვარი:  ტრიქოლომოფსისი
სახეობა:  წითელი ტრიქოლომოფსისი
ლათინური სახელი
Tricholomopsis rutilans (Schaeff.) Singer, 1939

წითელი ტრიქოლომოფსისი (ლათ. Tricholomopsis rutilans) — ტრიქოლომოფსისის გვარის სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა.

დაბალი ხარისხის საჭმელი სოკოა. გავრცელების არეალი მოიცავს ავსტრალიას, აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას, ცენტრალურ ამერიკას, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა ბოტანიკოსმა და მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricus rutilans. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა როლფ ზინგერმა 1939 წელს.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus rutilans Schaeff., 1774 basionym
  • Gymnopus rutilans (Schaeff.) Gray, 1821
  • Tricholoma rutilans (Schaeff.) P.Kumm., 1871
  • Cortinellus rutilans (Schaeff.) P.Karst., 1879 და სხვა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი 5-15 სმ, ამოზნექილი, შემდგომში ბრტყელი, მოყვითალო-ნარინჯისფერი, მშრალი, ხავერდოვანი. ზედაპირი დაფარულია მცირე ზომის მოწითალო-ყავისფერი ბოჭკოვანი ქერცლებით.

რბილობი ღია ყვითელია, ქუდის რბილობი მკვრივი, სქელი, ფეხზე ბოჭკოვანია, მსუბუქი ან მწარე გემოთი, ახასიათებს მომჟავო ან დამპალი ხის სუნი.

ჰიმენოფორი ფირფიტებიანი, ფრიფიტები ვიწროდ შეზრდილი, მოყვითალო ან ღია ყვითელი. დაკლაკნილი.

ფეხის სიგრძე — 4-10 სმ, 1-2,5, თანაბარია, ხშირად მოხრილი (თუ სოკო ვერტიკალურ ზედაპირზე იზრდება), ძირში გამსხვილებული. ქუდისფერია, ბოჭკოვანი ზედაპირით.[1]

სპორების ფხვნილი თეთრი, სპორები 6,5×5 მკმ, განიერელიფსისებური ან მომრგვალებული.

გავრცელება და ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპროტროფია. იზრდება ჯგუფებად წიწვოვან ტყეებში, როგორც წესი ფიჭვნარში, დამპალ ხეებზე და მათთან ახლოს. გავრცელების არეალი — ავსტრალია, აზია, ჩრდილოეთ აფრიკა, ცენტრალური ამერიკა, ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა.

სეზონი: ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე, მასიურად — ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტოს შუა პერიოდი, ფაქტობრივად მთლიანი სექტემბერი.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბალი ხარისხის პირობითად საჭმელ სოკოდ ითვლება.[2] როგორც წესი, საჭმელად ვარგისია ახალგაზრდა ეგზემპლარები, ხოლო შედარებით მომწიფებული ეგზემპლარები მწარე გემოთი ხასიათდება. ასევე შესაძლებელია მისი ძმართან ერთად დაკონსერვება. გასაშრობად არ გამოიყენება.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вавриш П.О., Горовой Л.Ф. (1993). Грибы в лесу и на столе. К.: „Урожай“. ISBN 5-337-00728-9. 
  • Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: «Астрель», «„АСТ“, 2003. — С. 66. — ISBN 5-17-020333-0.
  • Уду Ж. Грибы. Энциклопедия = Le grand livre des Champignons / пер. с фр. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 170. — ISBN 5-271-05827-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 97, ISBN 99940-856-1-1.
  2. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books. ISBN 978-1-55407-651-2.