ძიუნკო ტაბეი
ძიუნკო ტაბეი | |
---|---|
ძიუნკო ტაბეი ისმაილ სამანის პიკზე, 1985. | |
დაბადების თარიღი |
22 სექტემბერი, 1939 მიჰარუ, ფუკუსიმას პრეფექტურა, იაპონია |
გარდაცვალების თარიღი |
20 ოქტომბერი, 2016 კავაგოე, იაპონია |
გარდაცვალების მიზეზი | სიმსივნე |
ეროვნება | იაპონელი |
განათლება | სიოვას უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ალპინისტი |
ძიუნკო ტაბეი (იაპონ. 田部井 淳子; დ. 22 სექტემბერი, 1939 — გ. 20 ოქტომბერი, 2016)[1] — იაპონელი ალპინისტი.
1975 წლის 16 მაისს, იგი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ევერესტის მწვერვალს მიაღწია[2].
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძიუნკო ტაბეი სიოვას უნივერსიტეტში სწავლობდა, ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1969 წელს, მან, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სადაც იგი ალპინისტთა კლუბის წევრი იყო, „ქალბატონ ალპინისტთა კლუბი: იაპონია (LCC)“ დააარსა. მან დალაშქრა ფუძიამა და მატერჰორნი შვეიცარიის ალპებში. 1972 წლისთვის, ძიუნკო იაპონელ მთამსვლელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ევერესტის ექსპედიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„იაპონელი ქალების ევერესტის ექსპედიცია (JWEE)“ 15 ალპინისტისგან შედგებოდა[3]. ასობით მსურველთა შორის, 15 ალპინისტი შეირჩა, მათ შორის — ძიუნკო ტაბეი. ექსპედიცია 1969 წელს შეიქმნა და „ქალბატონ ალპინისტთა კლუბი: იაპონია (LCC)“-ის ნაწილი იყო. მას ეიკო ჰისანო ხელმძღვანელობდა. 1970 წლის 19 მაისს, ტაბეის და ჰიროკო ჰირაკავას მიერ ანაპურნა III-ის წარმატებულად დაპყრობის შემდეგ, LCC-მ ევერესტის დაპყრობა გადაწყვიტა[4].
ხანგრძლივი მომზადებისა და წვრთნის შემდეგ, 1975 წლის გაზაფხულზე ექსპედიცია კატმანდუში გაემგზავრა. ექსპედიციის წევრები იგივე მარშრუტით მოძრაობდნენ, რითაც ედმუნდ ჰილარი და თენცინგ ნორგეი. მაისის დასაწყისში, ისინი ზღვის დონიდან 6 300 მ-ზე დაბანაკდნენ, სადაც მათი ბანაკი ზვავმა დაფარა. ზვავის ჩამოწოლიდან 12 დღის შემდეგ, 1975 წლის 16 მაისს, ძიუნკო ტაბეი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ევერესტის მწვერვალს მიაღწია და დაიპყრო.
ბოლო აქტივობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992 წლის 28 ივნისს, ტაბეიმ დაასრულა ჯაიას დალაშქვრა, რომ გამხდარიყო პირველი ქალი, რომელმაც შვიდი მწვერვალი დაიპყრო[2][5]. მას ჰქონდა მიზანი, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი დაელაშქრა. იგი აგრძელებს მუშაობას ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრაზე. ძიუნკო ტაბეი ამჟამად „Himalayan Adventure Trust of Japan“-ის დირექტორია. HATJ არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს გლობალურ დონეზე, მთის გარემოების შესანარჩუნებლად[6].
2012 წელს, ტაბეის სიმსივნე დაუდგინდა, თუმცა, იგი კვლავ განაგრძობდა ალპინისტურ აქტივობებში მონაწილეობას. 2016 წლის 20 ოქტომბერს, ძიუნკო ტაბეი საავადმყოფოში გარდაიცვალა[7].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Seven Summits profile დაარქივებული 2016-07-10 საიტზე Wayback Machine.
- 2013: Portrait Painting of Junko Tabei
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Official website- profile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 22 September 2010.
- ↑ 2.0 2.1 Robert Horn (29 April 1996). „No Mountain Too High For Her : Junko Tabei defied Japanese views of women to become an expert climber“. Sports Illustrated. Retrieved 29 December 2015
- ↑ JWEE 1975+40 official website "Women’s Quest for Everest" დაარქივებული 2016-10-28 საიტზე Wayback Machine.
- ↑ The Himalayan Journal Vol.30 "JAPANESE WOMEN'S ANNAPURNA III EXPEDITION, 1970"
- ↑ (1997) The American Alpine Journal. The Mountaineers Books, გვ. 125. ISBN 0930410556.
- ↑ Otake, Tomoko, "Junko Tabei : The first woman atop the world", Japan Times, 27 May 2012, p. 7
- ↑ http://www.npr.org/sections/thetwo-way/2016/10/22/498971169/japanese-climber-junko-tabei-first-woman-to-conquer-mount-everest-dies-at-77