ძიუნკო ტაბეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ძიუნკო ტაბეი
Junko Tabei.jpg
ძიუნკო ტაბეი ისმაილ სამანის პიკზე, 1985.
დაბ. თარიღი 22 სექტემბერი, 1939
მიჰარუ, ფუკუსიმას პრეფექტურა, იაპონია
გარდ. თარიღი 20 ოქტომბერი, 2016
კავაგოე, იაპონია
გარდ. მიზეზი სიმსივნე
ეროვნება იაპონელი
განათლება სიოვას უნივერსიტეტი
საქმიანობა ალპინისტი

ძიუნკო ტაბეი (იაპონ. 田部井 淳子; დ. 22 სექტემბერი, 1939 — გ. 20 ოქტომბერი, 2016)[1]იაპონელი ალპინისტი.

1975 წლის 16 მაისს, იგი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ევერესტის მწვერვალს მიაღწია[2].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძიუნკო ტაბეი სიოვას უნივერსიტეტში სწავლობდა, ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1969 წელს, მან, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სადაც იგი ალპინისტთა კლუბის წევრი იყო, „ქალბატონ ალპინისტთა კლუბი: იაპონია (LCC)“ დააარსა. მან დალაშქრა ფუძიამა და მატერჰორნი შვეიცარიის ალპებში. 1972 წლისთვის, ძიუნკო იაპონელ მთამსვლელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ევერესტის ექსპედიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„იაპონელი ქალების ევერესტის ექსპედიცია (JWEE)“ 15 ალპინისტისგან შედგებოდა[3]. ასობით მსურველთა შორის, 15 ალპინისტი შეირჩა, მათ შორის — ძიუნკო ტაბეი. ექსპედიცია 1969 წელს შეიქმნა და „ქალბატონ ალპინისტთა კლუბი: იაპონია (LCC)“-ის ნაწილი იყო. მას ეიკო ჰისანო ხელმძღვანელობდა. 1970 წლის 19 მაისს, ტაბეის და ჰიროკო ჰირაკავას მიერ ანაპურნა III-ის წარმატებულად დაპყრობის შემდეგ, LCC-მ ევერესტის დაპყრობა გადაწყვიტა[4].

ხანგრძლივი მომზადებისა და წვრთნის შემდეგ, 1975 წლის გაზაფხულზე ექსპედიცია კატმანდუში გაემგზავრა. ექსპედიციის წევრები იგივე მარშრუტით მოძრაობდნენ, რითაც ედმუნდ ჰილარი და თენცინგ ნორგეი. მაისის დასაწყისში, ისინი ზღვის დონიდან 6 300 მ-ზე დაბანაკდნენ, სადაც მათი ბანაკი ზვავმა დაფარა. ზვავის ჩამოწოლიდან 12 დღის შემდეგ, 1975 წლის 16 მაისს, ძიუნკო ტაბეი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ევერესტის მწვერვალს მიაღწია და დაიპყრო.

ბოლო აქტივობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის 28 ივნისს, ტაბეიმ დაასრულა ჯაიას დალაშქვრა, რომ გამხდარიყო პირველი ქალი, რომელმაც შვიდი მწვერვალი დაიპყრო[2][5]. მას ჰქონდა მიზანი, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი დაელაშქრა. იგი აგრძელებს მუშაობას ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრაზე. ძიუნკო ტაბეი ამჟამად „Himalayan Adventure Trust of Japan“-ის დირექტორია. HATJ არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს გლობალურ დონეზე, მთის გარემოების შესანარჩუნებლად[6].

2012 წელს, ტაბეის სიმსივნე დაუდგინდა, თუმცა, იგი კვლავ განაგრძობდა ალპინისტურ აქტივობებში მონაწილეობას. 2016 წლის 20 ოქტომბერს, ძიუნკო ტაბეი საავადმყოფოში გარდაიცვალა[7].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]