ცოტნე დადიანის დარბაზი
ცოტნე დადიანის დარბაზი — ეროვნულ-საზოგადოებრივი ორგანიზაცია, დაფუძნდა 2011 წლის 12 აგვისტოს, წმინდა ცოტნე დადიანის ხსენების დღეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა–კურთხევით. ცოტნე დადიანის დარბაზი საზეიმოდ ზუგდიდის ვლაქერნის ხატის სახელობის ტაძარში ეკურთხა.
დარბაზის უმაღლესი საბჭო სიმბოლურად 12 წევრისგან შედგება, ხოლო საერთო კრებაში გაერთიანება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ცოტნე დადიანის დარბაზის ამჟამინდელი თავმჯდომარეა რეზი დავითულიანი.
მიზნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ეროვნულ–პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების ხელშეწყობა;
- ქართველ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობაში, ინტელექტუალური, კულტურული, სულიერი ფასეულობების განვითარება და პოპულარიზაცია;
- ქვეყანაში სამოქალაქო თვითშეგნების დონის ამაღლება, დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებისა და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- ქართველ საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბება და განვითარება, რომელიც დაფუძნებული იქნება ქართველთა ისტორიულ წარსულსა და ტრადიციებზე, რაც გულისხმობს:
- ქართული ადათ-წესის პატივისცემას (აღდგენა და გაცნობა–გავრცელება ყოფით თუ სხვა დონეზე);
- ქართული ეროვნული სამოსისა და მისი სხვა ატრიბუტიკს გავრცელების ხელშეწყობას;
- ქართულ საერო თუ საეკლესიო დღესასწაულებზე ქართული ეროვნული სამოსით გამოსვლას;
- ახალგაზრდა თაობაში საეკლესიო ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ეკლესია–მონასტრების აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობას;
- ქართული კულტურის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
- ქართული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციას;
- ქართული ფოლკლორის ხელშეწყობას;
- ქართული ისტორიული ძეგლების მონახულება-მოლოცვასა და პოპულარიზაციას;
- საქველმოქმედო საქმიანობას.
საქმიანობის ფორმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„დარბაზი“ საწესდებო მიზნების მისაღწევად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებსა და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით:
- ეწევა საგანმანათლებლო–შემეცნებით საქმიანობას, კერძოდ კი ატარებს კონფერენციებს, სემინარებს, დისკუსიებს, დებატებს, ტრენინგებს, საჯარო განხილვებს და კანონით ნებადართულ სხვა სახის სამეცნიერო ღონისძიებებს;
- ორგანიზებას უწევს მუსიკალური, ლიტერატურული, თეატრალური ფესტიველების, გამოფენების, ფოტოკონკურსების, შემოქმედებითი საღამოებისა და კანონით ნებადართული სხვა სახის კულტურულ–გასართობი ღონისძიებების ჩატარებას;
- აწყობს კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს ქართული განათლებისა და სპორტის ისტორიის გათვალისწინებით;
- თანამშრომლობს ადგილობრივ და საზღვარგარეთ არსებულ ქართულ ეროვნულ ორგანიზაციებსა და სათვისტომოებთან, რომლებიც მსგავს მიზნებს ახორციელებენ;
- თანამშრომლობს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასთან;
- იყენებს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს საკუთარი პოზიციის გამოსახატად;
- აწყობს შეხვედრებს გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან;
- აწყობს საქველმოქმედო და სოციალურ ღონისძიებებს.,
2012 წლის 4 აგვისტოს უკრაინის ქალაქ მირგოროდში ქართველი პოეტის დავით გურამიშვილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ორგანიზაციამაც მიიღო მანაწილება, დარბაზთან არსებულმა მომრერალთა ჯგუფმა შეასრულა ქართული ხალხური სიმღერები, გალობა. ცოტნე დადიანის დარბაზი სრულიად უკრაინის საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „გეორგიამ“ და „იბერიელმა“ დიპლომით დააჯილდოვა ქართული ტრადიციების შენარცუნება პოპულარიზაციისა და აქტიური სამოქალაქო საქმიანობისათვის.[1]
დარბაზი 2012 წლის სექტემბრიდან თბილისში ფუნქციონირებს, თანამშრომლობს სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალაგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნთან“.
ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„დარბაზის“ უმაღლესი მმართველობითი ორგანოა საერთო კრება. უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა უმაღლესი საბჭო, რომელიც მრგვალი მაგიდის პრინციპით მუშაობს. უმაღლესი წარმომადგენელია თავმჯდომარე, რომელსაც უმაღლესი საბჭო საკუთარი რიგებიდან 2 წლის ვადით უბრალო უმრავლესობით ირჩევს. თავმჯდომარე წარმოადგენს „დარბაზს“ მესამე პირებთან ურთიერთობისას. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს ვიცე–თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს თავმჯდომარე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-07-17 საიტზე Wayback Machine.
- ზუგდიდში დაფუძნდა ორგანიზაცია „ცოტნე დადიანის დარბაზი"[მკვდარი ბმული]
- ზუგდიდში ორგანიზაცია "ცოტნეს დადიანის დარბაზი" დაფუძნდა
- ოფიციალური საიტი Facebook-ზე
- В Зугдиди учреждена новая общественная организация[მკვდარი ბმული]