ცისარტყულები
იერსახე
ცისარტყულები | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Donaciinae Kirby, 1837 | |||||||||||||
გვარები | |||||||||||||
|
ცისარტყულები (ლათ. Donaciinae) — მწერების ქვეოჯახი ფოთლიჭამიასებრთა ოჯახისა. აქვთ მოგრძო-ოვალური სხეული. ფერად კაშკაშა მომწვანო ან ლურჯია. ხოჭოები ცხოვრობენ წყლისა და ჭაობის მცენარეებზე, იკვებებიან ფოთლებით, მატლების ადგილსამყოფელია წყალქვეშა ღეროები და ფესვები. ყოფილ სსრკ-ში ცნობილი იყო 54 სახეობა, კავკასიაში — 22, საქართველოში — 16.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სეფერთელაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 224.