ჩიტვანის ეროვნული პარკი
იერსახე
ჩიტვანის ეროვნული პარკი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ნეპალი |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, ix, x |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
კოორდინატები | 27°30′00″ ჩ. გ. 84°20′00″ ა. გ. / 27.50000° ჩ. გ. 84.33333° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1984 (მე-8 სესია) |
ნომერი | 284 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 284 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ჩიტვანის ეროვნული პარკი — პირველი ეროვნული პარკი ნეპალში, ყოფილი ჩიტვანის სამეფო პარკი. შეიქმნა 1973 წელს და უკვე 1984 წელს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. პარკის ფართობი 932 კმ²-ია და მდებარეობს ნეპალის სამხრეთ ნაწილში, ტერაის ველზე, ჩიტვანის მუნიცილაპიტეტში. სიმაღლე ზღვის დონიდან მერყეობს 100 - 815 მეტრს შორის.
დაცული ტერიტორიის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში გაედინება მდინარე განდაკის სისტემა, რომელიც პარკსა და ადამიანთა დასახლებებს შორის ბუნებრივ საზღვარს წარმოადგენს. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ჯუნგლებითაა დაფარული.
პარკი ტურისტებისათვის ღიაა. შესაძლებელია სპილოებით და ჯიპებით გასეირნება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Information of Department of National Parks and Wildlife Conservation, Nepal[მკვდარი ბმული]
- More details about establishment of Chitwan National Park დაარქივებული 2010-05-03 საიტზე Wayback Machine.
- BirdLife IBA factsheet about Chitwan National Park დაარქივებული 2009-01-03 საიტზე Wayback Machine.
- Vulture Breeding Centre in Chitwan National Park
- Tiger Tops Jungle Lodge
- Hotel Wildlife Camp
- Nepal Tourism directory დაარქივებული 2011-01-20 საიტზე Wayback Machine.