შინაარსზე გადასვლა

ლუმბინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუმბინი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა[1]
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ნეპალის დროშა ნეპალი | ქვეყნის დროშა2 | name = ნეპალის დროშა ნეპალი | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, vi
რეგიონი აზია და ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 666
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 666
ინგლ.რუს.ფრ.

ლუმბინი (სანსკ. लुम्बिनी - მომხიბლავი) — სატაძრო კომპლექსი და ბუდისტი პილიგრიმების წმინდა ადგილი ნეპალში, ინდოეთის საზღვრის სიახლოვეს. ამ ადგილას, დედოფალმა მაიადევიმ შვა სიდჰართა გაუტამა, იგივე ბუდა გაუტამა, რომელმაც ბუდიზმის მოძღვრება ჩამოაყალიბა. იგი დაახლოებით ძვ.წ. 563 - 483 წლებში ცხოვრობდა. ლუმბინი ბუდისტი პილიგრიმების ოთხი უმნიშვნელოვანესი ადგილიდან ერთ-ერთია, ხოლო დანარჩენი სამი მათგანია - კუშინაგარი, ბოდჰგაია და სარნათჰი.

ლუმბინი ჰიმალაის მთისწინეთში მდებარეობს, კაპილავასტუს მუნიციპალიტეტიდან 25 კმ-ით აღმოსავლეთით, სადაც ბუდა თავისი ცხოვრების 29 წლამდე ცხოვრობდა. ლუმბინში მრავალი ტაძარი მდებარეობს, მათ შორისაა მაიადევის ტაძარი, ასევე ქვა, რომელზეც გამოსახულია ბუდას დაბადების სცენა.

კომპლექსი მოიცავს ბუდისტურ მონასტრებს, ტაძრებს, სტუპებს და სხვა მონუმენტებს.

აღსანიშნავია, რომ ყოველ ქვეყანას, სადაც გავრცელებულია ბუდიზმი, ლუმბინში საკუთარი ტაძრის აგება შეუძლია. ამის გამო, აქ მდებარეობს ტაილანდური, ჩინური, გერმანული, კამბოჯური და ა.შ. ტაძრები.

1997 წელს, იუნესკომ ლუმბინი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Lumbini, the Birthplace of the Lord Buddha