ჩინური ივეოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩინური ივეოსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Nipponia nippon (Temminck, 1835)
სინონიმები[1]
  • Ibis nippon (Temminck, 1835)
  • Ibis temmincki (Reichenbach, 1850)
  • Nipponia temmincki (Reichenbach, 1850)
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 22697548

ჩინური ივეოსი[2] (ლათ. Nipponia nippon) — ფრინველი ივეოსისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 75–80 სმ. კეფაზე წაგრძელებული ბუმბულებისგან შემდგარი ქოჩორი აქვს. ზამთარში შეფერილობა თეთრია, დაჰკრავს ვარდისფერი ელფერი; ზაფხულში თავი, კისერი და ზურგი ნაცრისფერ-რუხია. თავის სახის ნაწილები შიშველია, ფერად ნარინჯისფერ-წითელი; ფეხები მურა-წითელი, ნისკარტი შავი, წითელი წვეტით. იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ფრინველია. რამდენიმე ათეული ინდივიდი ბუდობს იაპონიის კუნძულებზე ჰონსიუსა და სადოზე; კოლონია ოკის კუნძულებზე (იაპონია) 1920 წლის შემდეგ გაქრა; ბუდობდა კორეასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში; XIX საუკუნეში ბუდობდა სამხრეთ პრიმორიეშიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. R.W.R.J. Dekker; E.C. Dickinson; Hiroyuki Morioka (2001). „Systematic notes on Asian birds. 18. Some nomenclatural issues relating to Japanese taxa described in the Planches Coloriées (1820-1839) and Fauna Japonica, Aves (1844-1850)“. Zoologische Verhandelingen, Leiden. 335 (10.xii.2001): 199–214.
  2. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 33, 119, 216.