შრეკჰორნი
იერსახე
შრეკჰორნი | |
---|---|
კოორდინატები: 46°35′23″ ჩ. გ. 8°07′05″ ა. გ. / 46.589972° ჩ. გ. 8.118139° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 4078 მ მ |
ქედი | ბერნის ალპები |
შრეკჰორნი (გერმ. Schreckhorn) — მთა ბერნის ალპებში, შვეიცარიაში. ბერნის კანტონის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 4078 მ. მდებარეობს ზემო და ქვემო გრინდელვალდის მყინვარებს შორის, გრინდელვალდიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კილომეტრში. რეგიონი შედგება უდაბური მყინვარული ხეობებისაგან, მწვერვალთან სიახლოვეს აღმართულია ლაუტერაარჰორნი (4042 მ). ბერნის ალპების უმაღლესი მწვერვალი — ფინსტერაარჰორნი (4274 მ), შრეკჰორნიდან სამხრეთით სულ რაღაც 10 კილომეტრში მდებარეობს. გეოლოგიური თვალსაზრისით, შრეკჰორნი წარმოადგენს აარის მასივის ნაწილს, რომელიც აგებულია ძირითადად გრანიტებითა და გნაისებით.
პირველი ასვლა განხორციელდა 1861 წლის 16 აგვისტოს, ლესლი სტივენის, ულრიხ კაუფმანის, კრისტიან მიხელისა და პიტერ მიხელის მიერ.