ფინსტერაარჰორნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფინსტერაარჰორნი
კოორდინატები: 46°32′14″ ჩ. გ. 8°07′33″ ა. გ. / 46.537472° ჩ. გ. 8.126028° ა. გ. / 46.537472; 8.126028
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე 4274 მ 
ქედი ბერნის ალპები
ფინსტერაარჰორნი — შვეიცარია
ფინსტერაარჰორნი

ფინსტერაარჰორნი (გერმ. Finsteraarhorn) — მწვერვალი ბერნის ალპებში, შვეიცარიაში. სიმაღლე 4274 მ. ალპის მთების ერთ-ერთი უმაღლესი წერტილი. ფინსტერაარჰორნი არის აგრეთვე ალპების მთავარი ქედის გარეთ მდებარე ყველაზე მაღალი მწვერვალი. 2001 წლიდან ფინსტერაარჰორნი იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორიის შემადგენლობაშია, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. დაფარულია მყინვარებით. დასავლეთ ნაწილიდან ეშვება ფიშერის მყინვარი. გეოლოგიური თვალსაზრისით, წარმოადგენს აარის მასივის კულმინაციას, რომელიც აგებულია გრანიტებითა და გნაისებით. მასივის ტექტონიკური აზევება მოხდა 6 მლნ. წლის წინ.

პირველი ასვლა განხორციელდა 1812 წელს. თუმცა აღნიშნული თარიღი საკამათოა, რადგან არსებობს ცნობა, რომ ფინსტერაარჰორნზე ასვლა 1829 წლამდე არ განხორციელებულა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]