ლაუტერაარჰორნი
იერსახე
| ლაუტერაარჰორნი | |
|---|---|
| კოორდინატები: 46°35′00″ ჩ. გ. 8°07′42″ ა. გ. / 46.58333° ჩ. გ. 8.12833° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| სიმაღლე | 4 042 მ |
| ქედი | ბერნის ალპები |
| პირველი ასვლა | 8 აგვისტო, 1842 |
ლაუტერაარჰორნი (გერმ. Lauteraarhorn) — მწვერვალი აარის მასივში, ბერნის ალპებში, შვეიცარიაში. აღმართულია მწვერვალ შრეკჰორნისა (ჩრდილოეთით) და ფინსტერაარჰორნის (სამხრეთით) სიახლოვეს. ლაუტერაარჰორნის კალთებზე გაწოლილია ლაუტერაარისა და ფინსტერაარის მყინვარები.
მწვერვალი პირველად 1842 წლის 8 აგვისტოს პიერ ჟან ედუარდ დეზორმა და არნოლდ ეშერმა დალაშქრეს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: