შინაარსზე გადასვლა

შოთა აკობია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შოთა აკობია
დაბადების თარიღი 31 მაისი, 1920(1920-05-31)
დაბადების ადგილი ჭალე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 1996
საქმიანობა პოეტი და მწერალი
მოქალაქეობა  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სამხატვრო აკადემია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

შოთა აკობია (დ. 31 მაისი, 1920, სოფ. ჭალე, წალენჯიხის რაიონი — გ. 1996) — ქართველი პოეტი, მწერალი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1942 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (დაუსწრებლად).

1944–1945 წლებში მუშაობდა წალენჯიხის რაიონულ გაზეთ „სტალინელის“ რედაქციაში. 1945–1950 წლებში კომპარტიის წალენჯიხის რაიონული კომიტეტის მდივნის თანაშემწედ. 1950–1954 წლებში გაზეთ „აფხაზეთის“ რედაქციაში.1954–1959 წლებში იყო ალმანახ „ლიტერატურული აფხაზეთის“ რედაქტორი; 1959–1974 წლებში აფხაზეთის მწერალთა კავშირის ქართული სექტორის გამგე; 1974 წლიდან „საქპრესის“ აფხაზეთის განყოფილების გამგე. 1938 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი „ბაღში“, 1951 წელს ლექსების პირველი წიგნი „სამშობლოს დილა“. მასვე ეკუთვნის რომანები „თეთრი ჩრდილი“, „სიყვარული და სინათლე“, მოთხრობების წიგნები, საბავშვო ნაწარმოებები, აფხაზი მწერლების ნაწარმოებთა თარგმანები და სხვა. მონაწილეა რამდენიმე ანთოლოგიისა და კოლექტიური კრებულისა. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია რუსულ და აფხაზურ ენებზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]