შინაარსზე გადასვლა

შინიგამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შინიგამი (იაპონ. 死神?, „სიკვდილის ღმერთი“ ან „სიკვდილის სული“) — ღმერთი ან ზებუნებრივი სული, რომელიც ადამიანებს სასიკვდილოდ იწვევს. ჩნდება იაპონური რელიგიისა და კულტურის განსაზღვრულ ასპექტებში.[1]

ბუდიზმში არსებობს მარა, დემონი, რომელიც დაკავშირებულია სიკვდილთან.[2] იგი ადამიანებს სიკვდილს ანდომებს და ნათქვამია, რომ მისით შეპყრობისას, შოკში მყოფმა ადამიანმა, შესაძლოა, მოულოდნელად თვითმკვლელობის ჩადენა მოინდომოს, ასე რომ, ზოგჯერ მას „შინიგამობას“ მიაწერენ.[3] ასევე, იოგაქარაბჰუმი-სასტრაში, იოგაჩარის თხზულებაში მოხსენიებულია დემონი, რომელიც ადამიანის სიკვდილის დროს წყვეტდა.[4] იამა, ქვესკნელის მეფე, ისევე, როგორც ხარისთავიანი და ცხენისსახიანი ონი, ასევე, შინიგამის ტიპებად ითვლებიან.[5]

შინტოსა და იაპონურ მითოლოგიაში იზანამის ადამიანებისათვის სიკვდილი მოაქვს, ამიტომაც, ზოგჯერ, იზანამის შინიგამად განიხილავენ.[5][6] მიუხედავად ამისა, დასავლურ მითოლოგიაში იამასა და იზანამის სიკვდილის ღმერთისაგან განსხვავებულებად მიიჩნევენ.[4][7] მიუხედავად იმისა, რომ, ბუდისტური წარმოდგენებით, კიჯინი და ონრიო ადამიანებს სულებს ართმევენ, არსებობს მოსაზრება, რომ არ არსებობს „სიკვდილის ღმერთი“, რომლის ფუნქციაც მხოლოდ ადამიანების მიცვალებულთა სამყაროში გადაყვანაა.[7]

თანამედროვე პოპკულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის დასრულების შემდეგ, სიკვდილის დასავლური ცნებამ იაპონიაშიც შეაღწია და შინიგამის უკვე ადამიანური ბუნების მქონე არსებად მოიხსენიებდნენ.[4] იგი მრავალი მხატვრული ნამუშევრის სუბიექტი გახდა. თავდაპირველად, შოვას პერიოდში, ცნობილია, რომ შინიგამი ჩნდება შიგერუ მიზუკის მანგაში გეგეგე ნო კიტარო და 1979 წლის სატელევიზიო დრამაში „ნიპონ მეისაკუ კაიდან გეკიჯოუ“, კაბუკის მსახიობმა განჯირო ნაკამურამ შინიგამი განასახიერა.[8] ჰეისეის პერიოდში და შემდეგ, მანგას, ანიმესა და ნოველის ისეთ ნამუშევრებში, როგორებიცაა სიკვდილის რვეული, საგაშიტეს სავსე მთვარე, ბლიჩი, წყვდიადის შთამომავლები, შავი მსახურთუფროსი, იუ იუ ჰაკუშო, ინუკამი!, შინიგამის ბალადა, სულის მჭამელი, ის, ზოგჯერ, თავად ნამუშევრების თემასაც კი წარმოადგენს,[9] ასევე, ის ხშირად ჩნდება ისეთ თამაშებში, როგორიცაა შინ მეგამი ტენსეი და ფინალური ფანტაზიისა და დრაკონის ძიების სერიებში.[9] კომაჩი ონოზუკა შინიგამია, რომელიც პროექტ ტოუჰოუში ჩნდება. ანიმესა და მანგაში ნარუტო და ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, გამოიყენება ჯუცუ სახელად სიკვდილის მკელის ბეჭედი, რომელიც მოუხმობს შინიგამის რათა ჩაბეჭდოს როგორც გამომყენებლის, ასევე სამიზნის სულიც. იგი, ასევე, ჩნდება 2014 წლის ფილმში, 7500.

  1. 大藤他 1986, p. 100
  2. 中村元 (2001). 広説佛教語大辞典. 東京書籍, გვ. 720. ISBN 978-4-487-73177-0. 
  3. 大栗道栄 (1997). 図説「理趣経」入門 密教の核心. 鈴木出版, გვ. 101. ISBN 978-4-7902-1074-0. 
  4. 4.0 4.1 4.2 多田 1997, p. 127–128
  5. 5.0 5.1 七会 2009, p. 168–193
  6. 河野信子編 (1995). 女と男の時空. 藤原書店, გვ. 115. ISBN 978-4-89434-022-0. 
  7. 7.0 7.1 木村 2007, p. 141
  8. 村上 2000, p. 69
  9. 9.0 9.1 七会 2009, p. 3