ნარუტო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნარუტო
NarutoCoverTankobon1.jpg
ナルト
(NARUTO)
ჟანრი თავგადასავალი, ფენტეზი
მანგა
ავტორი მასაში კიშიმოტო
გამომცემელი Shueisha
ჟურნალი Akamaru Jump
გამოსვლის თარიღი 19972014
ტომების რაოდენობა 53
OVA: Naruto: The Cross Roads CGI OVA
რეჟისორი ჰაიატო დატე
სტუდია Studio Pierrot
ეპიზოდების რაოდენობა 220
გამოსვლის თარიღი 3 ოქტომბერი, 2002
– 8 თებერვალი, 2007
ხანგრძლივობა 28 წთ.
დაკავშირებული ნამუშევრები


ნარუტო (იაპონ. ナルト) — მანგა, რომლის ავტორია მასაში კისიმოტო. სერიალის შექმნამდე, 1997 წელს გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების მანგას პირველი ტომი, რომელიც მალევე მსოფლიო ბესტსელერად გადაიქცა. სიტყვა ნარუტო იაპონურად შეიძლება აღმოცენებას ნიშნავდეს, ან იაპონური მცენარის კამაბოკას ერთ−ერთ ჯიშს, [საჭიროებს წყაროს მითითებას] რომელსაც დახვეული, სპირალისებრი ფორმა აქვს. სპირალისებრი ფორმა სერიალში მრავალჯერ ჩნდება.

კონცეფცია[რედაქტირება]

მთავარი გმირი, ნარუტო უზუმაკი, მეოთხე ჰოკაგეს — მინატო ნამიკაზეს შვილია. მინატომ ახლშობილი ბავშვის სხეულში ცხრაკუდა მელა დაამწყვდია, რათა მშობლიური სოფელი, კონოჰა გადაერჩინა. იმავე დღეს დაიღუპნენ ნარუტოს მშობლები.

უფროსებს ნარუტო სძულთ, რადგან მასში ხედავენ დემონს, რომელმაც თითქმის გაანადგურა მათი სოფელი. ნარუტოს არც თანატოლებთან აქვს ურთიერთობა, ვინაიდან მათი მშობლები მასში საფრთხეს ხედავენ და შვილებს ნარუტოსთან მიახლოვებას უშლიან. ნარუტო ვერ ხვდება რატომ ეპყრობიან ასე ცუდად, რამეთუ არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის თანახმადაც უმცროს თაობასთან დემონზე საუბარი არ შეიძლება. პირველი ადამიანი, რომელმაც ნარუტო აღიარა და შეიყვარა, იყო მისი მასწავლებელი ირუკა უმინო, შემდეგ კი მისი თანაგუნდელები — საკურა ჰარუნო და სასკე უჩია. დროთა განმავლობაში ადამიანებმა ნამდვილი ნარუტო აღმოაჩინეს და მიიღეს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.

ანიმეს დასაწყისში, ნარუტოს კლონის შექმნა არ გამოსდის, რის გამოც ვერ იღებს გენინის წოდებას, მაგრამ შემდგომ, აკრძალული გრაგნილის მეშვეობით სწავლობს უამრავი კლონის შექმნას და ამარცხებს მიზუკის. ამის შემდეგ იგი იღებს გენინის წოდებას და თანატოლებთან, სასკე უჩიასთან და საკურა ჰარუნოსთან ერთად ხვდება გუნდში, რომლსაც კაკაში ჰატაკე ხელმძღვანელობს.

ნინძების გუნდები ასრულებენ მისიებს ჰოკაგეს დავალებით.

პერსონაჟები[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნარუტოს პერსონაჟების სია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]