შეშის მოედანი
იერსახე
შეშის მოედანი — მდებარეობდა თბილისის გარეთუბანში, ძველი ქალაქის ჩრდილოეთით, კოჯრის კარის მახლობლად. ავანაანთხევის მარჯვენა და მარცხენა მხარეზე არსებულ პატარა მოედანზე იყიდებოდა შეშა, რის გამოც ქალაქელები მას შეშის მოედანს ეძახდნენ. აქ გასაყიდად მოტანილ ხის დიდ მორებზე ჩამომსხდარი ე. წ. ,,ამბავისტები" ერთმანეთს უყვებოდნენ ქალაქისა თუ ქვეყნის ჭორს თუ მართალ ამბებს. ადგილმა ამ სახელით იარსება XIX საუკუნის 40-იანი წლებამდე, სანამ ერევანსკის მოედანზე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი) გამავალი ავანაანთხევის გადახურვა და აქ ქარვასლის აშენება დაიწყებოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002 გვ.924-925