შინაარსზე გადასვლა

ქრისტიანობა აზერბაიჯანში

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა მარიამის ხატი მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიაში, მდებარეობს ბაქოში.

ქრისტიანობა აზერბაიჯანში — ეთნიკური უმცირესობების რელიგია აზერბაიჯანში. რეგიონში ქრისტიანების რაოდენობა 280 000-450 000-ს შორის მერყეობს (მთლიანი მოსახლეობის 3.1% -4.8%)[1] და უმეტესად რუსი, ქართველი და სომეხი ქრისტიანებისგან შედგება (თითქმის ყველა ქრისტიანი სომეხი ცხოვრობს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში). ასევე არსებობს მცირე პროტესტანტული ქრისტიანული საზოგადოება, რომელთა უმეტესობას ისლამური წარმომავლობა აქვს.[2][3]

აღმოსავლური მართლმადიდებლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანში აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ქრისტიანობის მიმდევრები ძირითადად ეთნიკური რუსები და ქართველები არიან. აზერბაიჯანში რუსული მართლმადიდებლური თემები ეკუთვნის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას. აზერბაიჯანის მთელი ტერიტორია ექვემდებარება ბაქოსა და აზერბაიჯანის რუსეთის მართლმადიდებლური ეპარქიის იურისდიქციას, რომელიც მდებარეობს ბაქოს წმიდა მრევლის ქალთა საკათედრო ტაძარში.[4]

აზერბაიჯანში აღმოსავლური მართლმადიდებლური ქრისტიანობის მიმდევრები მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში ძირითადად ეთნიკური სომხები არიან. ამჟამად სომხურ სამოციქულო ეკლესიას მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის გარეთ არ აქვს ურთიერთობები. ომის დაწყებამდე სომხებმა ჩამოაყალიბეს ყველაზე დიდი ქრისტიანული მოსახლეობა ქვეყანაში. დღეს აზერბაიჯანში სომხური ეკლესიები დახურულია, სომხების ემიგრაციისა და აზერბაიჯანული მხრიდან თავდასხმების შიშის გამო.[5] მთიანი ყარაბაღის ომის დროს, რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კონსტიტუციური გარანტიების მიუხედავად, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მიმართ ვანდალიზმის მრავალი ფაქტი დაფიქსირდა მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით.[6] 1990 წლის აჯანყების შედეგად, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია დაიწვა[7], მაგრამ იგი აღადგინეს 2004 წელს, თუმცა მას აღარ იყენებენ.

სხვა მიმართულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანში კათოლიკური ეკლესია მხოლოდ ერთია, რომელიც მდებარეობს ბაქოში და გაიხსნა 2007 წელს.

აქ თერთმეტი მალაკნური საზოგადოებაა. მალაკნები ქრისტიანული უმცირესობაა რეგიონში, რომლებიც, ისევე როგორც პროტესტანტები დასავლეთ ევროპაში, თავიანთ რწმენას ბიბლიაზე ამყარებენ და უარყოფენ ეკლესიის იერარქიას. მოსახლეობის 2,5% მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას (1998 წლის მონაცემებით). აზერბაიჯანში რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს ბაქოსა და კასპიის რეგიონის ეპარქია. აზერბაიჯანში რუსეთის ცნობილ ღირსშესანიშნაობებს შორისაა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, წმიდა მრევლის ქალთა საკათედრო ტაძარი და მე –20 საუკუნის დასაწყისში კომუნისტების მიერ დანგრეული ბაქოს ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი

აქ ასევე გვხვდება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი საზოგადოება და ეკლესიები.

  1. Global Christianity An Interactive Feature. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-19. ციტირების თარიღი: 2019-11-03.
  2. 5,000 Azerbaijanis adopted Christianity Russian. Day.az (7 July 2007). ციტირების თარიღი: 30 January 2012.
  3. Christian Missionaries Becoming Active in Azerbaijan Azerbaijani. Tehran Radio (19 June 2011). ციტირების თარიღი: 12 August 2012.
  4. Православие в Азербайджане / Православие.Ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 19, 2013. ციტირების თარიღი: ნოემბერი 3, 2019.
  5. United States Department of State, Country Reports on Human Rights Practices for 1992 (Washington: U.S. Government Printing Office, February 1993), p. 708
  6. Memorandum from the Lawyers Committee for Human Rights to John D. Evans, Resource Information Center, 13 June 1993, p. 4.
  7. Implementation of the Helsinki Accords: Human Rights and Democratization in the Newly Independent States of the former Soviet Union" (Washington, DC: U.S. Congress, Commission on Security and Cooperation in Europe, January 1993), p. 116