შინაარსზე გადასვლა

ქორიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქორიონი (ლათ. chorion — გარსი, მომყოლი) — ფრინველების, ქვეწარმავლების, ძუძუმწოვრების, მათ შორის ადამიანის განვითარების ადრეულ სტადიაზე წარმოშობოლი გარეთა ჩანასახოვანი გარსი. ქორიონის საშუალებით ჩანასახი გარემოდან იღებს ჟანგბადს, ძუძუმწოვრები კი საკვებ ნივთიერებებსაც. ამასთან ერთად ქორიონით ხდება ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების და ნახშირორჟანგის გაცემა. ადამიანისა და ძუძუმწოვრების ქორიონი დაფარულია ხაოებით, რომლებშიც ჩაიზრდება ჩანასახის სისხლძარღვები. ქორიონის ხაოები ჩაინერგება საშვილოსნოს კედელში და ქმნის პლაცენტას.

ქორიონს ასევე უწოდებენ უხერხემლოთა და ზოგი უმდაბლესი ხერხემლიანის კვერცხების მეორეულ გარსს.