შინაარსზე გადასვლა

ქილითის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქილითის მღვიმე
აზერ. Kilit mağarası
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი

ქილითის მღვიმე (აზერ. Kilit mağarası) — ქვის ხანის პერიოდის მღვიმე აზერბაიჯანში, ნეოლითური ადამიანის ჰაბიტატი. მღვიმე არაქსის მარცხენა სანაპიროზე, სოფელ ქილითთან, აზერბაიჯანის ორდუბადის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

მღვიმე 1983 წელს ორდუბადისა და შარურის რაიონებში არქეოლოგიური ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს. გამოქვაბულის შიგნით გათხრების დროს დანალექი ქანების სქელი ფენა აღმოაჩინეს.

მღვიმის სიგრძე 24 მეტრია.

გამოყენებული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Национальная Академия Наук Азербайджана. Институт Археологии и Этнографии. Археология Азербайджана. Каменный век (в 6 томах). — Баку: Şərq-Qərb, 2008. — Т. 1. — 448 с. — ISBN 979-9952-448-38-2.