ქვევრი (ფილმი)
„ქვევრი“ | |
---|---|
აბესალომი ქვევრში გაიჭედა. | |
ჟანრი | კომედია |
დამდგმელი რეჟისორი | ირაკლი კვირიკაძე |
სცენარის ავტორი |
რეზო გაბრიაძე ლუიჯი პირანდელო (მოთხრობა) |
როლებში |
ბუხუტი ზაქარიაძე ვახტანგ სულაქველიძე |
კომპოზიტორი | გია ყანჩელი |
ოპერატორი | ლომერ ახვლედიანი |
მხატვარი | ქრისტესია ლებანიძე |
სტუდია | ქართული ტელეფილმი |
პრემიერა | 1970 |
ხანგრძლივობა | 28 წთ. |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ქვევრი — მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, გადაღებული 1970 წელს ლუიჯი პირანდელოს მოთხრობის მიხედვით, საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში. რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე, სცენარის ავტორი რევაზ გაბრიაძე, ოპერატორი ლომერ ახვლედიანი, კომპოზიტორი გია ყანჩელი. მთავარ როლებში: ბუხუტი ზაქარიაძე, ვახტანგ სულაქველიძე.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გოგია, არაფრით გამორჩეული კახელია, რომელმაც მომჭირნეობის გამო, ქვევრი იმერეთში იყიდა. წვალებით ჩამოტანილი ქვევრი, ქალიშვილს შემთხვევით გაუტყდა. გოგია თავზარდაცემულია,
„რა მიყო, წყალში არ ჩამიყარა ამოდენა შრომა! რაღაში ჩავასხა ღვინო?!“
| |
(გოგია)
|
მეუღლის (მარო) რჩევით, ხელოსან აბესალომს მოიყვანს, რომელიც თავისი „არა აქაური“ წებოთი კი გაამთელებს ქვევრს, მაგრამ თავად ქვევრში გაიჭედება.
„შენც კაი ვინმე ხარ აბესალომ, რო მიძვრებოდი, სად მიძვრებოდი? ჯერ ყელი გაგესინჯა და მერე შემძვრალიყავი!“
| |
(მარო)
|
გულმოსულმა გოგიამ, რაკი აბესალომს გამოსვლა „არ უნდოდა“, მილიციის უფროსი მოიყვანა. რა აღარ სცადეს, მაგრამ ქვევრის ვიწრო ყელში აბესალომის თავის გარდა არაფერი ეტეოდა. საბოლოოდ ქვევრი მაინც გასატეხი შეიქმნა.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბუხუტი ზაქარიაძე - გოგია
- ვახტანგ სულაქველიძე - აბესალომი
- ჰენრიეტა ლეჟავა - მარო
- ეროსი მანჯგალაძე - მილიციის უფროსი
- ოთარ ზაუტაშვილი - მილიციელი პავლე
ეპიზოდებში:
- გივი ბერიკაშვილი
- ილია ბაკაკური
- ლეო სოხაშვილი
- მერი კანდელაკი
- ლერი ზარდიაშვილი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალიკო ასკილაშვილი. ქვევრი (1970). ქართული კინოს მონაცემთა ბაზა. ეროვნული ფილმგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-13. ციტირების თარიღი: 2009-04-01.
- „ქვევრი (ფილმი)“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)