შინაარსზე გადასვლა

ქვაპურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვაპურა

Bupleurum rotundifolium
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Bupleurum Pall., 1793

ქვაპურა (ლათ. Bupleurum) — მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახებია, იშვიათად ნახევრად ბუჩქები ან ბუჩქები (ზოგჯერ მარადმწვანეც). ფოთლები მთლიანია. ყვავილები უმეტესად ყვითელი, იშვიათად მომწვანო ან მოწითალო-ყვითელი, შეკრებილი არიან რთულ ქოლგებად. ცნობილია 150-ზე მეტი სახეობა, რომლებიც ძირითადად ევრაზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში არიან გავრცელებული, გვხვდებიან ჩრდილოეთ ამერიკაშიც. საქართველოში 20-მდე სახეობაა,[1] მათ შორის: მრგვალფოთოლა ქვაპურა (B. rotundifolium), ვიტმანის ქვაპურა (B. wittmannii),[2] ოქროსფერი ქვაპურა (B. aureum), რომელიც სამკურნალოა,[3] რიშავის ქვაპურა (B. rischavii), რომელიც საქართველოს წითელ ნუსხაში იყო შეტანილი[4] და სხვ. იზრდებიან ველებზე, ბუჩქნარებს შორის, ტყის პირებზე, მშრალ, ქვიან ფერდობებზე, სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, კირქვიან კლდეებზე, ზოგჯერ რუდალურ, დამლაშებულ ადგილებზე, ნათესებში, აგრეთვე ბიცობიან ნიადაგებზე.[1]

მრგვალფოთოლა ქვაპურა და ზოგიერთი სხვა სახეობა საქონლის საკვებად გამოიყენება, ზოგიერთი ალკალოიდებისა და საპონინების შემცველობის გამო სამკურნალოა.[1] ბუჩქოვანი ქვაპურა (B. fruticosum), რომელიც ხმელთაშუაზღვისპირეთში გვხვდება, მარადმწვანე მცენარეა და დეკორატიულ მებაღეობაში იყენებენ.[5]

  1. 1.0 1.1 1.2 ღვინიაშვილი ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 506–507.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 40.
  3. ქვაპურა. სამკურნალო მცენარეთა ლექსიკონი. არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2021[მკვდარი ბმული]
  4. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალის (წითელი ნუსხის) დამტკიცების შესახებ. matsne.gov.ge (5 აგვისტო, 2003). ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2021
  5. Камелин Р. В. Володушка // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 663.