ქეღათუ-ყაენი
იერსახე
ქეღათუ-ყაენი | |
---|---|
მონღ. Гайхату | |
ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მე-5 ილხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1291 |
მმართ. დასასრული: | 1295 |
წინამორბედი: | არღუნ-ხანი |
მემკვიდრე: | ბაიდუ-ხანი |
გარდ. თარიღი: | 24 მარტი, 1295 |
დინასტია: | ჰულაგუიანები |
მამა: | აბაღა-ხანი |
დედა: | ნუკდან-ხათუნი |
რელიგია: | ბუდიზმი |
ქეღათუ-ყაენი (მონღ. Гайхату; დ. ? — გ. 24 მარტი, 1295) — ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მეხუთე ილხანი (1291-1295 წწ.). ჰულაგუს შვილიშვილი, აბაღა-ხანისა და ნუკდან-ხათუნის შვილი.
არღუნ-ხანის სიკვდილის შემდეგ ილხანის ტახტზე მონღოლური არისტოკრატია ქეღათუს კანდიდატურას განიხილავდა ყაზანთან და ბაიდუსთან ერთად, რომლებიც სარგებლობდნენ უმრავლესობის მხარდაჭერით. საბოლოო არჩევანი შეჩერდა ქეღათუზე, რომელიც ილხანად გამოაცხადეს ქალაქ ხლათში 1291 წლის 23 ივლისს.
1295 წელს ქეღათუ მისმა ბიძაშვილმა ბაიდუმ ტახტიდან ჩამოაგდო და 24 მარტს სიკვდილით დასაჯა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯექსონი პ.. Gayḵātū khan. ენციკლოპედია ირანიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-14. ციტირების თარიღი: 2010-05-23.
- Mehmet Eti.. Gaykhatu en. Anatolian Coins. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-14. ციტირების თარიღი: 2010-05-23.
|