შინაარსზე გადასვლა

ქარხემიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქარხემიში
Karkamiša


სირია ძვ. წ. II ათასწლეულში, რუკაზე ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ქარხემიში
დედაქალაქი ქარხემიში
ენა ხეთური, ლუვიური იეროგლიფები
რელიგია ხეთური-ლუვიური რელიგია
შექმნილია ძვ.წ. 1321
მმართველობის ფორმა მონარქია
ლიკვიდირებულია ძვ.წ. 717
ისტორიული ეპოქა ბრინჯაოს ხანა
რკინის ხანა
დღეს ნაწილია თურქეთის დროშა თურქეთი

სირიის დროშა სირია

ქარხემიში (ხეთური: Karkamiš;[1] თურქ. Karkamış; ძვ.ბერძ: Εὔρωπος; ლათ.; Europus) — ქალაქ-სახელმწიფო ჩრდილოეთ სირიაში, მდინარე ევფრატის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელ ჯერაბლუსთან. უძველესი წყარო, რომელშიც მოხსენიებულია ქარხემიში, დაცულია მარის არქივში (ძვ. წ. XIX საუკუნის დასასრული - XVIII საუკუნის I ნახევარი). ჩრდილოეთ სირიაში ხეთების გააქტიურების პერიოდში (ძვ. წ. XVII საუკუნე) ქარხემიშის სამეფო ჯერ კიდევ დამოუკიდებელი იყო. მოგვიანებით (ძვ. წ. XV საუკუნიდან) იგი ეგვიპტის პოლიტიკურ გავლენას განიცდიდა, თუმცა უმთავრესად ხურის (მითანის) ბატონობაში იყო. ამის შემდეგ ძვ. წ. XIV საუკუნიდან ქარხემიშში ხეთების მეფეთა დინასტიის წარმომადგენლები მეფობდნენ ხეთების სამეფოს დაცემამდე (ძვ. წ. 1200 წ.). „ზღვის ხალხების“ შემოსევის დროს, როგორც ჩანს, ქარხემიშიც გაანადგურეს. ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში ქარხემიში ჰეგემონობდა გვიანდელ ხეთურ სამეფოებზე და ითვლებოდა „დიდი ხათის“ ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად. ქარხემიში ხარკს უხდიდა ასურეთის მეფეებს. ძვ. წ. 712 წელს სარგონ II-მ დაიპყრო. ძვ. წ. 605 წელს ქარხემიშთან მოხდა ბრძოლა, რომელშიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ გაანადგურა ეგვიპტის ფარაონი ნეხო II და ასურუბალიტ II.

ქარხემიშში გათხრებმა გამოავლინეს ძლიერი თავდაცვითი ნაგებობანი, სასახლეთა, ტაძართა და სხვა შენობათა ნანგრევები, გვიანდელი ხეთური ხანის არქიტექტურული და სკულპტურული ძეგლები, ლურსმული და იეროგლიფური ტექსტები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. "Kargamiš." by D. Hawkins in Reallexikon der Assyriologie und Vorderasiatischen Archäologie. Walter de Gruyter (1980).