მარის არქივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მარის არქივილურსმული დოკუმენტების მდიდარი კოლექცია; აღმოჩნდა მარის არქეოლოგიური შესწავლის დროს გამოვლენილ მეფე ზიმრილიმის სასახლის ნანგრევებში. არქივი შეიცავს 20 ათასზე მეტ ლურსმულ დოკუმენტს. არქივის მასალა იყოფა 2 მთავარ ჯგუფად: საქმიან წერილებად და სამეურნეო დოკუმენტებად. მცირე რაოდენობით გვხვდება ისტორიული, იურიდიული, ლიტერატურული და რელიგიური ხასიათის ტექსტებიც. ისინი დაწერილია ძირითადად აქადურ, აგრეთვე შუმერულ და ხურიტულ ენებზე. დოკუმენტები განეკუთვნება ძვ. წ. XIX საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის I ნახევრის, დაახლოებით 70-წლიან მონაკვეთს. მარის არქივი ძვირფას მასალას წარმოადგენს როგორც ძველი შუამდინარეთის სინქრონული ქრონოლოგიის დასადგენად, ასევე მარის სამეფოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობის არეალის განსასაზღვრავად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]