ქართული გაზეთი (ბერლინი)
იერსახე
„ქართული გაზეთი (ბერლინი)“— ქართული ორკვირეული გაზეთი. ეროვნულ-სეპარატისტული მიმართულებისა, „ქართული ეროვნული პარტიის“ ევროპის კომიტეტის გამოცემა. გამოდიოდა ბერლინში 1916–1918 წლებში. რედაქტორი — გ. კერესელიძე. გაზეთი განკუთვნილი იყო გერმანიაში მყოფი ქართველი ტყვეებისთვის. ჰქონდა დამატება „რა აკლია მიწის მუშას“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 473.