ფულუფიელეტის ეროვნული პარკი
ფულუფიელეტის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | შვედეთი |
კოორდინატები | 61°35′ ჩ. გ. 12°40′ ა. გ. / 61.583° ჩ. გ. 12.667° ა. გ. |
ფართობი | 385 კმ²[1] |
დაარსდა | 2002 წ [1] |
მმართველი ორგანო | შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო |
ფულუფიელეტი (შვედ. Fulufjället) — ეროვნული პარკი შვედეთში, მოიცავს 385 კმ² ტერიტორიას. მთლიანად მდებარეობს ელვდალენის მუნიციპალიტეტში, დალარნის პროვინციაში. სახელი ეწოდა 1 044 მ სიმაღლის ფულუფიელეტის მთისგან.
იგი შვედეთის ერთ-ერთი უახლესი ეროვნული პარკია, რომელიც 2002 წელს მეფე კარლ XVI-მ გახსნა რამდენიმე ათასი დამსწრის წინაშე.
ამის შემდეგ ფულუფიელეტი PAN პარკი გახდა, ესაა საერთაშორისო პროექტი, რომლის მიზანია ტერიტორიის დაცვა ტურიზმთან კომბინაციაში.
გეოგრაფიულად, ჭარბობს ლიქენები, შიშველი მთები და ხეობები ხშირი, უძველესი ტყეებით. წარმოდგენილი ბუჩქნარიანი ველები, ბალახი და ლიქენები უნიკალურია სკანდინავიის მთათა სისტემაში, რის გამოც აქ გავრცელებული არაა ჩრდილოეთის ირემი.
გავრცელებულია ფრინველის რამდენიმე სახეობა. პარკის სიმბოლოა ციმბირული ჩხიკვი. მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებს შორისაა შვედეთის უდიდესი ჩანჩქერი ნიუპესკერი (93 მ). ასევე, აქ იზრდება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ნაძვი „ძველი ტიეიკო“, რომლის ასაკიც 9 550 წელია.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
გაყინული ნიუპესკერის ჩანჩქერი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-04-04 საიტზე Wayback Machine.
- Fulufjället Description from PAN Parks დაარქივებული 2011-09-28 საიტზე Wayback Machine. Includes a location map.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Fulufjället National Park. Naturvårdsverket. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-04. ციტირების თარიღი: 2009-02-26.
|