გარფიუტანის ეროვნული პარკი
| გარფიუტანის ეროვნული პარკი
Garphyttans nationalpark | |
|---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
| მდებარეობა | |
| კოორდინატები | 59°16′ ჩ. გ. 14°53′ ა. გ. / 59.267° ჩ. გ. 14.883° ა. გ. |
| ფართობი | 1,11 კმ²[1] |
| დაარსდა | 1909 წ [1] |

გარფიუტანის ეროვნული პარკი (შვედ. Garphyttans nationalpark) — ეროვნული პარკი შვედეთში, კარლსბეგების ქედზე, ქალაქ ერებრეს დასავლეთით, ლეკებერგის მუნიციპალიტეტში. მოიცავს 1,11 კმ² ტერიტორიას. პარკი 1909 წელს დაარსდა, შვედეთის სხვა პირველ 8 ეროვნულ პარკთან ერთად, რომლებიც ამავე დროს პირველები იყო ევროპაში. მდებარეობს უძველეს სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტზე. პარკის შექმნის მიზანი იყო გასაოცარი მცენარეულობის დაცვა. მიუხედავად ამისა, სულ მალე ფლორამ დეგრადაცია დაიწყო. 1940-იან წლებში ნათელი გახდა, რომ მცენარეულობის გადასარჩენად, ეს ტერიტორია იმავე მეთოდებით უნდა ემართათ, როგორც ეს პარკის შექმნამდე ხდებოდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური საიტიდაარქივებული 2012-01-29 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Garphyttan National Park. Naturvårdsverket. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-23. ციტირების თარიღი: 2009-02-26.
| |||||