გოტსკა-სანდენის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოტსკა-სანდენის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 58°22′ ჩ. გ. 19°15′ ა. გ. / 58.367° ჩ. გ. 19.250° ა. გ. / 58.367; 19.250
ფართობი 44,9 კმ²[1]
დაარსდა 1909 წ [1]
მმართველი ორგანო შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო

გოტსკა-სანდენი (შვედ. Gotska Sandön) — შვედეთის კუთვნილი დაუსახლებელი კუნძული ბალტიის ზღვაში, კუნძულ ფორედან 38 კმ-ით ჩრდილოეთით. მისი სიგრძე დაახლოებით 9 კმ-ია, სიგანე − 6 კმ, მთლიანი ფართობი კი 36 კმ².

გოტსკა-სანდენი მთლიანად ქვიშისგან შედგება და მისი პეიზაჟისთვის დამახასიათებელია პლაჟები, დიუნები და ფიჭვის ტყეები. სახელი გოტსკა-სანდენი „გოტლანდის ქვიშიან კუნძულს“ ნიშნავს და მომდინარეობს იმ პროვინციიდან, რომელსაც ის მიეკუთვნება. 1909 წლიდან კუნძულზე შექმნილია ეროვნული პარკი. გარდა რუხი სელაპების კოლონიისა, უმაღლესი ფაუნა ძალიან მდიდარი არაა. თუმცა გავრცელებულია უიშვიათესი მწერები და მცენარეები, მათ შორის რამდენიმე სახის ორქიდეა. ზაფხულობით, კუნძულ ფორედან და მატერიკზე მდებარე ქალაქ ნინეშამნიდან რეგულარულად ხორციელდება სანაოსნო ტურები.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Gotska Sandön National Park. Naturvårdsverket. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-04. ციტირების თარიღი: 2009-02-26.