ფლექსია
იერსახე
ფლექსია, ანუ სიტყვათცვლილება, მიმოხვრა (ლათინურად flectere -ხრა: მოხრა, მიხრა) ენათმეცნიერებაში სიტყვისათვის აფიქსის დართვა, ან სხვა მორფოლოგიური საშუალების (მაგ., ფუძის ფლექსიის) გამოყენება იმ მიზნით, რომ გამოხატონ სიტყვათა ურთიერთობა შესიტყვებაში. ფლექსიის ყველაზე გავრცელებული მაგალითებია უღვლილება და ბრუნება.
- უღვლილება - ზმნათა ცვლა პირის (გრამატიკული კლასის) მიხედვით.
- ბრუნება - სახელთა ცვლა ბრუნვის მიხედვით.