აფიქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

აფიქსი — სიტყვის შემადგენელი ელემენტი (მორფემა), რომელიც დაერთვის ფუძეს და ცვლის სიტყვის გრამატიკულ ან ლექსიკურ მნიშვნელობას[1]. აფიქსმა შეიძლება ახალი სიტყვა წარმოქმნას (შე-კეთება) ან მოახდინოს ფლექსია (მაგალითად ფანქრ-ებ-ი).

აფიქსი გაირჩევა მდებარეობის ადგილის და დანიშნულების მიხედვით.

  • ადგილის მიხედვით პრეფიქსია (წინსართი) თუ მარტივ ფუძეს წინ უსწრებს (ვ-წერ);
  • ინფიქსია, თუ მარტივი ფუძის შიგნით მოექცა (ძ-ვ-რა, ფუძე არის ძარ).
  • სუფიქსია, თუ ძირის შემდგომ მოდის (წერ-ილ-ი -> წერ ძირია, ილ სუფიქსი ხოლო კიდურა ი სახელობითი ბრუნვის ნიშანი).

დანიშნულების მიხედვით განსხვავდება: სინტაქსური ურთიერთობის მარეგულირებელი და ფუძის მნიშვნელობის შემცვლელი ანუ მაწარმოებელი აფიქსი. სინტაქსური ურთიერთობის მაჩვენებელია ბრუნვის (არსებით სახელებში), პირის (ზმნაში) და სხვა ნიშნები[2].

აფიქსი, როგორც სიტყვის ნაწილი, უპირისპირდება მარტივ ფუძეს ფუნქციის მიხედვით: ფუძეს მნიშვნელობა აქვს უაფიქსოდაც (კაც-, სახლ-, გზა- ...), აფიქსი კი ფუძეს საჭიროებს რომ თავისი დანიშნულება ცხადყოს[2].

აფიქსი, როგორც დამოუკიდებელ მნიშვნელობას მოკლებული ელემენტი, განსხვავდება ნაწილაკისაგან[2].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 367.
  2. 2.0 2.1 2.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 17.