შინაარსზე გადასვლა

ფედერიკა მოგერინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფედერიკა მოგერინი
ფედერიკა მოგერინი
ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ნოემბერი, 2014 – 30 ნოემბერი, 2019
წინამორბედიკეტრინ ეშტონი
მემკვიდრეჯოზეფ ბორელი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 თებერვალი, 2014 – 31 ოქტომბერი, 2014
პრეზიდენტიჯორჯო ნაპოლიტანო
პრემიერ-მინისტრიმატეო რენცი
წინამორბედიემა ბონინო
მემკვიდრეპაოლო ჯენტილონი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 აპრილი, 2008 – 30 ოქტომბერი, 2014

დაბადებული16 ივნისი, 1973
რომი, იტალია
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მამაფლავიო მოგერინი
მეუღლემატეო რებეზანი
შვილებიკატერინა, მარტა
განათლებასაპიენცის უნივერსიტეტი
პროფესიაპოლიტიკა
საქმიანობაპოლიტიკა

ფედერიკა მოგერინი (იტალ. Federica Mogherini; დ. 16 ივნისი 1973, რომი) — იტალიელი პოლიტიკოსი, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მატეო რენცის მთავრობაში (22 თებერვალი31 ოქტომბერი 2014), ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში 2014 წლის 1 ნოემბრიდან.

დაიბადა იტალიელი რეჟისორის ფლავიო მოგერინის ოჯახში[1]. სწავლობდა პოლიტიკას საპიენცის უნივერსიტეტში.

მოგერინის პოლიტიკური კარიერა 1996 წელს დაიწყო, როდესაც ახალგაზრდულ მემარცხენე ორგანიზაციას „სინისტრა ჯოვანილეს“ (იტალ. Sinistra giovanile) შეუერთდა. 2001 წელს მემარცხენე დემოკრატების ეროვნულ საბჭოში შევიდა, მოგვიანებით კი მათ პოლიტიკურ კომიტეტშიც გაწევრიანდა. 2003 წელს მან შინაგანი კავშირების დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა, სადაც კოორდინატორი გახდა და ერაყისა და ავღანეთის პრობლემებზე მუშაობდა.

2007წელს შევიდა დემოკრატიულ პარტიაში. 2008 წელს აირჩიეს XVI მოწვევის დეპუტატთა პალატაში. 2013 წელს კი XVII მოწვევის პალატის წევრიც გახდა. 2013-2014 წლებში ნატოს საპარლამენტო კომისიის წევრია.

2014 წლის თებერვალ-ოქტომბერში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრია, ხოლო 2014 წლის 1 ნოემბრიდან ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში.

ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Federica Mogherini, ministro degli Esteri. Quotidiano.net (2014-02-21). ციტირების თარიღი: 2014-05-25.