ულმის დროებითი ზავი (1647)
იერსახე
ულმის დროებითი ზავი (აგრეთვე ცნობილი როგორც ულმის ხელშეკრულება) — ხელი მოაწერეს ულმში, 1647 წლის 14 მარტს, საფრანგეთს, შვედეთს და ბავარიას შორის. ხელშეკრულება შემუშავდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა და შვედეთმა დაიპყრეს ბავარია ოცდაათწლიანი ომის მიმდინარეობის პერიოდში. ორივე ოკუპანტმა მხარემ ბავარიის კურფიურსტი მაქსიმილიან I აიძულა, რომ დაედო ზავი და უარი ეთქვა თავის ალიანსზე იმპერატორ ფერდინანდ III-თან ერთად. თუმცა, მაქსიმილიანმა დაარღვია ზავის პირობები და დაუბრუნდა ალიანსს ფერდინანდთან 1647 წლის შემოდგომაზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Thirty Years' War დაარქივებული 2009-10-21 საიტზე Wayback Machine.
- The Encyclopedia of World History 2001 დაარქივებული 2007-10-26 საიტზე Wayback Machine.
|