ვისმარის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვისმარის ხელშეკრულება — ხელი მოაწერეს საფრანგეთმა და შვედეთმა 1636 წლის 20 მარტს ვისმარში. შეთანხმებაში შვედეთის მხრიდან მონაწილეობდა გრაფი აქსელ გუსტაფსონმა. აღნიშნული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისინი ძალებს გააერთიანებდნენ ჰაბსბურგების წინააღმდეგ, ფრანგების შეტევით მდინარე რაინის მარცხენა ნაპირზე და შვედების შეტევით სილეზიასა და ბოჰემიაში. ვისმარის ხელშეკრულების საბოლოო რატიფიცირება მოხდა 1638 წელს ჰამბურგის საზავო ხელშეკრულებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]