უზომოდ შეყვარებული (ფილმი)
„უზომოდ შეყვარებული“ | |
---|---|
ჟანრი | კომედია |
რეჟისორი | ფრანკო კასტელანო, ჯუზეპე მოჩია (პიპოლო) |
პროდიუსერი | მარიო და ვიტორიო ჩეკი გორი |
სცენარის ავტორი | ფრანკო კასტელანო, ჯუზეპე მოჩია (პიპოლო) |
როლებში | ადრიანო ჩელენტანო, ორნელა მუტი |
კომპოზიტორი | ბრუნო ძამბრინი |
ოპერატორი | დანილო დეზიდერი |
სტუდია | Cinecittà |
დისტრიბუტორი | United Artists Europa |
პრემიერა | 18 დეკემბერი, 1981 |
ხანგრძლივობა | 102 წთ. |
ქვეყანა | |
ენა | იტალიური |
საიტი | IMDb ID 0082562 |
უზომოდ შეყვარებული (იტალ. Innamorato pazzo) — იტალიური კინოკომედია, გადაღებული 1981 წელს, რეჟისორთა დუეტ „კასტელანო და პიპოლოს“ მიერ (ფრანკო კასტელანო და ჯუზეპე მოჩია (პიპოლო)). მთავარ როლებში ადრიანო ჩელენტანო და ორნელა მუტი.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავტობუსის მძღოლი, ბარნაბა ჩიკინი (ადრიანო ჩელენტანო) რომში ერთ-ერთ ხაზზე მუშაობს. ბარნაბა მხიარულია, კონტაქტური და ამის გამო ქალაქში უამრავი მეგობარი ჰყავს. იტალიის დედაქალაქში ჩამოდის პატარა სახელმწიფოს სან-ტულიპის სამეფო ოჯახი, პრინცესა კრისტინასთან (ორნელა მუტი) ერთად. სამეფო ოჯახს 50 მილიარდი ლირა ჭირდება, რათა საკუთარი ქვეყანა ბანკროტისგან იხსნას. დახმარებისთვის ისინი ცენტრალური ბანკის უფროს უნდა შეხვდნენ. სამეფო ოჯახს საელჩოში მიიყვანენ, საიდანაც კრისტინა გაიპარება, მას რომის ნახვა სურს. იგი ბარნაბას ავტობუსში ავა და კითხავს თუ როდის გავა. მძღოლს გოგონა ერთი ნახვით შეუყვარდება, ცარიელ ავტობუსს დაქოქავს და გოგოს რომის დასათვალიერებლად წაიყვანს.
ბარნაბა ავტობუსს ყველა ისტორიულ ქუჩაზე შეიყვანს, დახურულ რომის ფორუმსაც გაახსნევინებს და დაათვალიერებინებს.
მეფე შეამჩნევს კრისტინას დაკარგვას, მაგრამ აურზაურის ატეხვა არ სურს, საიდუმლო აგენტებს გამოიძახებს და პრინცესას მოძებნას დაავალებს. აგენტები ქალაქში გაიფანტებიან. კრისტინა მათ იცნობს და ემალება.
ჩიკინი ზღვაზე გაასეირნებს გოგოს, გამოუტყდება რომ უყვარს და ცოლად გამოყვეს. შემდეგ მკითხავთან მიიყვანს, რომელიც გოგოს მომავალს უწინასწარმეტყველებს და ეტყვის რომ ბარნაბას ცოლი გახდება. გოგოს გაუკვირდება, ბიჭი კი გამოუტყდება რომ მკითხავი მისი დეიდააა.
გოგო და ბიჭი რესტორანში წავლენ, მანამდე კი კრისტინა მშობლებს დაურეკავს და ეტყვის რომ კარგადაა. გოგოს მამა მეფე გუსტავ VI აგენტებს დაავალებს, რესტორნები გადაჩხრიკონ. სუფრაზე ჩეკინი ოჯახის შექმნაზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრება, კრისტინა უარზეა და გაეხუმრება, ცოლად იმ დროს გამოგყვები როცა აგვისტოში თოვლი წამოვაო. გოგო დათვრება და ბარნაბა სახლში წაიყვანს. აგენტები სადარბაზოსთან დაუდარაჯდებიან.
დილით კრისტინა გაიღვიძებს, გაეპარება ბარნაბას და სასახლეში დაბრუნდება. მძღოლმა არ იცის თუ ვინაა გოგო და კოლეგებს დაავალებს, ასეთი გარეგნობის გოგო მიპოვნეთო, მაგრამ ვერ უპოვნიან და მოწყენილი სახლში წავა. ბარნაბა შემთხვევით ტელევიზორში ნახავს კრისტინას, მიხვდება ვინც არის და მეორე დღეს საკონსულოში ყვავილებით დაადგება. ბარნაბა გუსტავს შეხვდება. მეფეს გონია რომ მძღოლს მისი გოგოს ფოტოები აქვს, დასაშანტაჟებლად მივიდა და თანხას შესთავაზებს. ბარნაბას გონია თანხას ქორწილისთვის სთავაზობს და გაეხარდება. მეფე აუკრძალავს კრისტინასთან შეხვედრას და სასახლიდან გააგდებს.
პრინცესა ბარნაბას სახლის ნომერს გაიგებს, დაურეკავს და საკონსულოში დიდ შეხვედრაზე დაპატიჟებს. მძღოლის სააღლუმო ფორმაში გამოწყობილი ბარნაბა, შეხვედრაზე მივა, სადაც ფორმის გამო სამხედრო მარალჩინოსანი ეგონებათ. სუფრაზე მსოფლიოს კრიზისზე დაიწყებენ საუბარს, ბარნაბა ავტობუსების სისტემით დაელაპრაკება და ყველას გააოცებს. იგი ყურადღების ცენტრში მოექცევა და ყველას თანდასწრებით კრისტინას ხელს თხოვს, მაგრამ უარს მიიღებს.
სამეფოს ბანკი ფულზე უარს ეტყვის, რის გამოც კრისტინას მდიდარ იარაღის მწარმოებელზე მითხოვებას გადაწყვეტენ, რათა 50 მილიარდი ლირა მიიღონ.
ბარნაბა მოიტაცებს კრისტინას და სახლში მიიყვანს. პირნცესა ეტყვის რომ სხვადასხვა სიმაღლეზე არიან და მათი ერთად ყოფნა არ გამოვა, მაგრამ ბარნაბა დაიყოილებს და გაქცევას გადაწყვეტენ. მაგრამ ამ დროს საიდუმლო სამსახურის აგენტები დაადგებიან და პრინცესას წაიყვანენ.
ბარნაბა ტელევიზიით გამოვა და რომის 5 მილიონიან მოსახლეობას თხოვს, თითომ 10 ათასი ლირა აჩუქოს, რათა 50 მილიარდი შეაგროვოს და მეფეს მისცეს, ამით კი კრისტინას სხვაზე გათხოვებისგან დაიხსნას და მას გაყვება. მეორე დღეს რომის ქუჩებში ესკორტით მიმავალ სამეფო ოჯახს, მოსახლეობა აივნიდან ფულს ჩამოუყრის. ბარნაბა დაადგება ესკორტს და ეტყვის გუსტავს რომ დაპირებული 50 მილიარდი ლირა მიიღო და გოგო გააყოლონ. მეფე დათანხმდება, ავტომოლით ერთად წავლენ და მეფურად იცხოვრებენ.
მსახიობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსახიობი | როლი |
---|---|
ადრიანო ჩელენტანო | ბარნაბა ჩიკინი |
ორნელა მუტი | კრისტინა |
პიპო სანტონასტაზო | მეფე გუსტავ VI |
ენცო გარინეი | კონსული |
მილა სანონერი | დედოფალი ბეტსი |
საინტერესო ამბები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმი ითვლება, ვარიაცია 1953 წელს გადაღებული ფილმისა „რომაული არდადეგები“
გერმანულ კინოგაქირავებაში ფილმი გავიდა სახელწოდებით,“მიეცი მაიმუნს შაქარი“(გერმ. «Gib dem Affen Zucker»)