ტანაისის მუზეუმ-ნაკრძალი
ტანაისის მუზეუმ-ნაკრძალი | |
---|---|
ტანაისი, 2017 წელი | |
47°16′30″ ჩ. გ. 39°19′55″ ა. გ. / 47.27500° ჩ. გ. 39.33194° ა. გ. | |
დაარსდა | 1966 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | ტანაისი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
ექსპონატი | 140 000 |
დირექტორი | ვ. პერევოზჩიკოვი |
ოფიციალური საიტი | [museum-tanais.ru museum-tanais.ru] |
ტანაისის მუზეუმ-ნაკრძალი (რუს. Музей-заповедник Танаис) — ერთ-ერთი უდიდესი ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი რუსეთის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ.
ტანაისი არის პირველი არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი რუსეთის ტერიტორიაზე. მუზეუმი დაფუძნებულია უძველესი ქალაქის ტანაისის ტერიტორიაზე. ქალაქი, რომელსაც სახელი ეწოდა მდინარე ტანაისის (დონი) მიხედვით, დააარსეს მისი და მეოტიდის (აზოვის ზღვა) შეერთების ადგილზე. ქალაქი ტანაისი თითქმის რვა საუკუნის განმავლობაში თამაშობდა მნიშვნელოვან როლს ჩრდილოეთი შავიზღვისპირეთის ქალაქების პოლიტიკურ ცხოვრებაში.
1973 წლიდან 2000 წლამდე მუზეუმ-ნაკრძალის უცვლელი დირექტორი იყო ვალერი ჩესნოკი. შემდეგ მცირე ხნით დირექტორი იყო როსტოვის ოლქის ყოფილი კულტურის მინისტრის მოადგილე ვ. კასიანოვი[1]. 2005 წელს დირექტორად დაინიშნა ვ. პერევოზჩიკოვი.
2009 წლიდან არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი ტანაისი გახდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კანდიდატი, შეტანილია მის საცდელ სიაში[2].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1955 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიამ ჩამოაყალიბა ქვემო-დონის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც როსტოვის უნივერსიტეტთან და როსტოვის ოლქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან ერთად, დ. შელოვის ხელმძღვანელობით შეუდგა სამეცნიერო კვლევას ტანაისში.
ოდნავ მოგვიანებით ქვემო-დონის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი დ. შელოვი და როსტოვის ოლქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ს. მარკოვი გამოვიდნენ ინიციატივით რომ შეექმნათ მუზეუმ-ნაკრძალი.
1958 წელს როსტოვის საოლქო აღმასკომმა გამოსცა დადგენილება ტანაისის მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ, როგორც როსტოვის ოლქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი.
1960 წელს მუზეუმ-ნაკრძალს გადაეცა მიწა უვადო სარგებლობაში უძველესი დასახლებისა და ნეკროპოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დაიწყო მუზეუმის მშენებლობა. ამ პერიოდისათვის მუზეუმის შტატში შედიოდა მხოლოდ ორი ადამიანი გამგე და დარაჯი. 1961 წლის 1 აგვისტოს მუზეუმი გაიხსნა და მიიღო პირველი დამთვალიერებელი.
1981 წელს როსტოვის ოლქის აღმასკომმა 1 200 ჰა ტერიტორია გამოაცხადა დაცულ ზონად. 1990 წელს მუზეუმ-ნაკრძალი გახდა კულტურის განყოფლების თვითმმართველი დანაყოფი.
ამ პერიოდისათის მუზეუმში მუშაობს 40 ადამიანი. მის ტერიტორიაზე აგებულია მუზეუმის ახალი შენობა ძირითადი ისტორიული ექსპოზიციით, ფონდსაცავის შენობა, ადმინისტრაციული ნაგებობები, სტაციონარული და დროებით გამოფენების დარბაზი, სამუზეუმო-პედაგოგიური ადგილი, ტექნიკური სამსახური.
ამჟამად გათხრების შედეგად აღმოჩენილია ძველი ქალაქის თითქმის მეათედი ნაწილი, ასევე ქალაქის ნეკროპოლის ძირითადი ნაწილი.
მუზეუმის ფონდი ამჟამად მოითვლის 140 000 ერთეულ ექსპონატს. განსაკუთრებით უნიკალურია „ამფორების დარბაზი“,რომელიც თავისი მნიშვნელობით ერთადერთია ევროპაში[3].
მუზეუმ-ნაკრძალი წარმოადგენს რეგიონის უმთავრეს კულტურულ-საგანმანათლებლო და სასწავლო ცენტრს, რომელიც მის ფარგლებს გარეთაც კარგადაა ცნობილი.
მუზეუმის დაარსებასა და განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ქვემო-დონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელმაც 1993 წელს მიიღო საერთაშორისო ექსპედიციის სტატუსი.
ექსპოზიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმ-ნაკრძალის ექსპოზიცია შედგება ხუთი დარბაზისაგან. საგამოფენო კომპლექსის საერთო ფართობი შეადგენს 200 კვ. მ.-ს.
- პირველი დარბაზი — ელიზავეტინის ნაქალაქარი, ტანაისის დაარსება, განვითარება, სავაჭრო კავშირები. ამ დარბაზში ვიზიტორები ეცნობიან ძველ ბერძნულ, ბოსფორულ და ძველ რომაულ ტანსაცმელს. დარბაზის ცენტრში ძვ. წ. IV საუკუნის ტანაისელის ფიგურაა კოსტუმით, რომელიც აღდგენილია 1985 წელს გათხრებს შედეგად აღმოჩენილ მე-18 სამარხში.
- მეორე დარბაზი — ტანაისის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება I-III საუკუნეებში. აქ წარმოდგენილია სკვითებისა და სარმატების კოსტიუმები, ასევე მათი საცხოვრებლის მაკეტი[4].
- მესამე დარბაზი — ქალაქის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა. კულტურების შერევა, სარწმუნოება, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები.
- მეოთხე დარბაზი — განსხვავებული თემატიკის გამოფენები.
- მეხუთე დარბაზი — ტანაისის აღმოჩენისა და მისი გამოკვლევის ისტორია.
ტანაისის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ განთავსებულია ნაგებობების რეკონსტრუირებული ანალოგები[5].
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
აღდგენილი საცხოვრებელი
-
ქალაქის ნეკროპოლის ქუჩა
-
ნანგრევები
-
აკროპოლისი - ქალაქის მდიდართა საცხოვრებელი
-
გალავნის ნაშთები
-
კოშკი მუზეუმის ტერიტორიაზე. თანამედროვე რეკონსტრუქცია
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Колобова А. Новый порядок // Литературная газета. — 2002. — 14 авг. — № 33.
- ↑ Донские археологи отметили профессиональный праздник
- ↑ История | Археологический музей-заповедник Танаис. www.museum-tanais.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-11. ციტირების თარიღი: 2017-02-08.
- ↑ Музей исторического костюма | Археологический музей-заповедник Танаис. www.museum-tanais.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-11. ციტირების თარიღი: 2017-02-08.
- ↑ Археологический музей-заповедник «Танаис»