შინაარსზე გადასვლა

სუპერმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუპერმენი

პრომო სურათი, Superman #204 (ტომი 2, აპრილი, 2004), ჯიმი ლი და სკოტ უილიამსი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი DC კომიქსები
პირველი გამოჩენა 1938
ავტორ(ებ)ი ჯერი სიგელი და ჯო შუსტერი
დახასიათება
ალტერ ეგო

კალ-ელი (სახელი დაბადებისას)

ჟურნალისტი კლარკ კენტი
სრული სახელი კალ-ელი, დედამიწაზე შვილად აყვანის შემდეგ კლარკ კენტი
ფსევდონიმები სუპერბიჭი, ბოისკაუტი, კრიპტონის უკანასკნელი შვილი, სი-კეი
მოკავშირეები სამართლიანობის ლიგა

სუპერმენი (ინგლ. Superman) — DC კომიქსების გამოგონილი სუპერგმირი, შეიქმნა 1936 წელს, მეგობრების, ჯო შუსტერის და ჯერი სიგელის მიერ. სუპერმენის კომიქსებზე მუშაობაში მონაწილეობა მიღებული აქვთ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც ემონდ ჰამილტონი და ალფრედ ბესტერი არიან.

სუპერმენის დებიუტი Action Comics #-ში1 (ივნისი 1938). გარეკანი ჯო შუსტერი.

1938 წლის ივნისში გამოჩნდა სუპერმენის პირველი კომიქსი.

სუპერმენი — სამართლიანობისათვის მებრძოლი გმირია. ის უცხოპლანეტური ცივილიზაციის წარმომადგენელია. მისი პლანეტა კრიპტონი აფეთქდა, მაგრამ მშობლებმა ბავშვი კაფსულაში ჩასვეს და დედამიწისკენ გაამგზავრეს. მისი დედამიწელი მშობლები არიან მართა და ჯონათან კენტები. დედამიწელმა მშობლებმა კალ-ელს სახელი შეუცვალეს და მისი ვინაობაც გაასაიდუმლოეს, თქვეს, რომ ის ბავშვთა სახლიდან აიყვანეს.

სუპერმენი ლურჯ-წითელ კოსტიუმშია გამოწყობილი, რომელსაც მკერდზე გიგანტური ასო „S“ ამშვენებს. ვერანაირი იარაღი ავნებს. მისი მოკვლა მხოლოდ კრიპტონის ქვას შეუძლია - ეს რადიოაქტიური ნივთიერება სუპერმენის პლანეტიდან დედამიწაზე მოხვდა და მომაკვდინებელია, ხოლო ადამიანზე მისი ზემოქმედება მუტირებას იწვევს.

ძალები და შესაძლებლობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სრული ხელშეუხებლობა (თუ კრიპტონიტს არ ჩავთვლით), რენტგენის მზერა, ლაზერული (თერმული) ხედვა,სუპერრეაქცია, ფრენის უნარი, სუნთქვის დიდხანს შეკავების უნარი, ზესმენა, დიდი ინტელექტი,ზეადამიანური სისწრაფე.

ფილმები სუპერმენზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუპერმენის როლს ასრულებდნენ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]