დინ კეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დინ კეინი

დინ კეინი 2014 წელს
დაბადების სახელი დინ ჯორჯ ტანაკა
დაბადების თარიღი 31 ივლისი 1966
მაუნტ-კლემენზი, მიჩიგანი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
პროდიუსერი
რეჟისორი
მწერალი
აქტიური 1976–დღემდე

დინ ჯორჯ კეინი (დინ ჯორჯ ტანაკა; ინგლ. Dean Cain; დ. 31 ივლისი 1966, მაუნტ-კლემენზი, მიჩიგანი) — ამერიკელი კინომსახიობი. ყველაზე დიდი პოპულარობა მოუპოვა ტელესერიალმა „ლუისი და კლარკი: სუპერმენის ახალი თავგადასავლები“, სადაც კლარკ კენტის სახე განასახიერა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დინ კეინი დაიბადა 1966 წლის 31 ივლისს მიჩიგანის შტატის ქალაქ მაუნტ-კლემენზში, მსახიობ შარონ ტომასისა და ამერიკელი ჯარისკაცის როჯერ ტანაკას ოჯახში. მომავალი მსახიობის მშობლები ბავშვის დაბადებამდე გაშორდნენ ერთმანეთს. მის ძარღვებში ჩქეფს იაპონური, ფრანკოკანადური, ირლანდიური და ვალიური სისხლი. 1969 წელს დედამისი ცოლად გაჰყვა კრისტოფერ კეინს, რომელიც პროფესიით რეჟისორი იყო. კრისტოფერ კეინმა იშვილა მომავალი მსახიობი და მისი ძმა. შემდგომ ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კალიფორნიის შტატის ქალაქ მალიბუში. სკოლის პერიოდში დინ კეინი აქტიურად იყო დაკავებული სპორტით. თამაშობდა სკოლის ერთ-ერთ ბეისბოლის გუნდში რობერტ ლოუსა და ჩარლი შინთან ერთად, რომლებიც ამასთანავე მისი თანაკლასელები იყვნენ. სკოლა კეინმა 1984 წელს დაამთავრა, რის შემდეგ სხვადასხვა უნივერსიტეტებში შესთავაზეს სასპორტო სტიპენდიები. მან პრინსტონის უნივერსიტეტი აირჩია. პრინსტრონში სწავლის დროს იგი ამერიკელ სუპერმოდელსა და მსახიობ ბრუკ შილდს ხვდებოდა. პრისტონი კეინმა 1988 წელს დაამთავრა.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კონტრაქტი გააფორმა ეროვნული საფეხბურთო ლიგის გუნდთან Buffalo Bills-სთან, თუმცა სულ მალე მან ფეხის ტრავმა მიიღო, რამაც ხელი ააღებინა სპორტულ კარიერაზე. თავდაპირველად იგი სცენარებს წერდა, შემდეგ ტელევიზიაში ჩნდებოდა, სადაც ხშირად იღებდნენ რეკლამებში და პოპულარულ სატელივიზიო შოუებში.

1993 წელს კეინმა მიიღო თავის მთავარი როლი ტელესერიალში „ლუისი და კლარკი: სუპერმენის ახალი თავგადასავლები“, რომლის გადაღება საბოლოოდ 1997 წელს დამთავრდა. 1998 წელს გახსნა საპროდიუსერო კომპანია Angry Dragon Entertainment, რომელიც პროდიუსირებას უწევდა არაერთ ტელესერიალს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართული სახელი ორიგინალი როლი
1998 მომავალი სპორტსმენი Futuresport
2001 ცხოველების საშობაო თავგადასავალი A Christmas Adventure from a Book Called Wisely's Tales
2001 ვირთხების რბოლა Rat Race
2002 მიკარგული აკლდამა Rag And Bone
2003 დროის გარეშე Out of Time
2004 აპოკალიფსისის შემდეგ Post Impact
2006 საშობაო ჯვრისწერა A Christmas Wedding
2007 ბოლო გასვლა Final Approach
2008 ხუთი დოლარი დღეში $5 a Day
2010 ძიძა საშობაოდ A Nanny for Christmas
2010 შეუკავებელი Abandoned
2010 ტკივილის წრე Circle of Pain
2011 აგვისტოს 5 დღე 5 Days of August
2013 სამოთხის კარი Heaven's Door
2014 ღმერთი არ არის მკვდარი God's Not Dead

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: