სულეიმან დიასამიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სულეიმან დიასამიძე
დაბადების თარიღი 22 ნოემბერი, 1893
დაბადების ადგილი ბათუმი
გარდაცვალების თარიღი 18 მარტი, 1962
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ეროვნება ქართველი

სულეიმან დიასამიძე (დ. 22 ნოემბერი, 1893 — გ. 18 მარტი, 1962) — ქართველი რევოლუციონერი, საზოგადო მოღვაწე.

დაიბადა ბათუმში 1893 წლის 22 ნოემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1921 წელს, საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1932 წელს.

ახალგაზრდობაში რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება, დაინტერესებული იყო ქართველი მუჰაჯირების ბედით, ამ მიზნით მოინახულა ტრაპიზონი, სამსუნი, სტამბოლი და სხვა ადგილები. რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, მემედ და ჰაიდარ აბაშიძეებთან და სხვა მუსლიმან ქართველებთან ერთად დააარსა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი და იყო ამ კომიტეტის მდივანი. 1919 წლის 31 აგვისტოს კომიტეტმა დიდი დევნისა და პანთურქულ მხარესთან დაპირისპირებების შემდეგ, შექმნა სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი (საბჭო), რომელმაც ერთხმად დაადგინა საქართველოსთან აჭარის შეერთება ავტონომიის საფუძველზე.[1]

1921 წელს საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის დავალებით დიდი მუშაობა გასწია ღარიბ გლეხთა კომიტეტის ჩამოსაყალიბებლად, ებრძოდა პანისლამიზმის მიმდევრებს. 1921 წელს მუშაობდა აჭარის ფინანსთა სახალხო კომისრად, შემდეგ თბილისში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

დაქორწინებული იყო კალერია დუმბაძეზე, ჰყავდათ ვაჟიშვილი ნიაზი (მომღერალ ნიაზ დიასამიძის პაპა) და ორი ქალიშვილი გუგული (მწერალ ჯემალ თოფურიძის დედა) და ტუსა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]