ნიაზ დიასამიძე (უფროსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნიაზ დიასამიძე — ქართველი ხელოვანი, თბილისის ერთ-ერთი კოლორიტი.

როგორც ლიტერატორი თანამშრომლობდა გაზეთ „თბილისის“, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“, ჟურნალ „ნიანგის“ რედაქციებთან. მუშაობდა სახელმწიფო ფილარმონიაში და საქართველოს ტელევიზიაში.

ნიაზ დიასამიძე უკრავდა ფორტეპიანოზე, აქანდაკებდა და წერდა ლექსებს. მის ლექსებზე სიმღერები შექმნეს გოგი ცაბაძემ და ნუნუ დუღაშვილმა. „ორერას“ სახელმწიფო ფილარმონიის ანსამბლად ჩამოყალიბების დროს ის ფილარმონიის თანამშრომელი იყო. ანსამბლის რეპერტუარში შევიდა ნიაზ დიასამიძის ლექსებზე შექმნილი ორი სიმღერა: „გამიღიმე ნუ მაწვალებ“ და „მუხამბაზი.“ „მუხამბაზის“ რუსული ტექსტი ბორის ბრიანსკის ეკუთვნის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]