სტირლინგის პრემია
სტირლინგის პრემია — გაერთიანებული სამეფოს ყოველწლიური ჯილდო არქიტექტურისთვის, რომელსაც სახელი არქიტექტორი ჯეიმზ სტირლინგის პატივსაცემად დაერქვა და ორგანიზაციას ბრიტანეთის არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტი (RIBA) უწევს. პრემიას თან ახლავს ფულადი ჯილდო £20,000-ს რაოდენობით.
სტირლინგის პრემია ენიჭება „არქიტექტორს იმ შენობის, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ბრიტანეთის არქიტექტურაში წინა წლის განმავლობაში“. არქიტექტორი ასევე რიბას წევრი უნდა იყოს, თუმცა თავად შენობა ევროპის კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მდებარეობდეს.
პრემია დაარსდა 1996 წელს და დიდ ბრიტანეთში ყველაზე პრესტიჟულ არქიტექტურულ ჯილდოდ ითვლება. მას ხშირად ბუკერისა და ტერნერის პრემიების არქიტექტურულ ექვივალენტად მოიხსენიებენ.
პრემიისთვის ირჩევენ ექვს ნახევარფინალისტ შენობას რიბას მიერ დაჯილდოებულ შენობათა სიიდან. რიბას ჯილდო გაიცემა შენობაზე, რომელიც მაღალ არქიტექტურულ სტანდარტებს პასუხობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილობრივ გარემოს ტრანსფორმაციაში. 2003 წელს ამგვარი ჯილდო 70 შენობაზე გაიცა, შესაბამისად ეს შენობები წარდგენილ იქნა სტირლინგის პრემიაზე კონკურენტთა სიაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სტირლინგის პრემიის საიტი დაარქივებული 2006-10-19 საიტზე Wayback Machine.