სტეფანწმინდის ნათლისმცემლის ეკლესია
სტეფანწმინდის ნათლისმცემლის ეკლესია — საკულტო ძეგლი, მდებარეობს სტეფანწმინდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ყოდნის ვაკეზე.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ფიქლისა და ბაზალტის დიდი ქვებით. წყობა მშრალია. კარისა და სარკმლის წირთხლები გამაგრებულია კირით. დაზიანებულია. მთელ სიმაღლეზე შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ კედელი. ამ კედლებშია მოწყობილი სწორკუთხა შესასვლელი, რომლის ორივე წირთხლში საურდულე ხვრელია.შესასვლელის მარჯვენა მხარეს ოთხკუთხა ნიშია. ნიშის ზემოთ კედლის წყობიდან გამოშვერილია ფიქლის ქვა , რომელიც შუაშია გახვრეტილი. აღმოსავლეთ კედელში სარკმლის მხოლოდ ქვედა ნახევარია შემორჩენილი. შიგნით, დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში თითო პატარა ნიშია. შენობა ეყრდნობოდა კედლიდან მოგლეჯილ ლოდს. შესასვლელის წინ ლოდის სიმაღლეზე. ბაზალტის წყობით შექმნილია პატარა ბაქანი, რომელსაც წინიდან ქვის კიბე ჰქონდა. ეკლესიის სამხრეთით ფიქლის მშრალი წყობით ნაგები პატარა ნიშია. ეკლესიას გარს ევლება პატარა გალავანი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რუსიშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 432.