მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიშელ ტემერი (პორტ. Miguel Elias Temer Lulia; დ. 23 სექტემბერი, 1940, სან-პაულუს შტატი, ბრაზილია) — ბრაზილიელი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი, იურისტი, ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტი 2016 წლის 12 მაისამდე, როდესაც ბრაზილიის სენატმა პრეზიდენტი დილმა რუსეფი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენა. პროცესის დასრულებამდე, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ტემერს დაევალა. 2016 წლის 31 აგვისტოს 61 ხმით 20-ის წინააღმდეგ სენატმა მხარი დაუჭირა დილმა რუსეფის იმპიჩმენტს. ამ გადაწყვეტილებით, 2019 წლამდე ბრაზილიის პრეზიდენტი ტემერი გახდა.