კომენსკის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კომენსკის უნივერსიტეტი
Univerzita Komenského v Bratislave
ლათ. Universitas Comeniana Bratislavensis
დაფუძნდა 1919
ატარებს სახელს იან კომენსკი
დამფუძნებელი (-ები) სამუელ ზოხი
ტიპი სახალხო
რექტორი მარეკ შტევჩეკი
სტუდენტი 30 000
მისამართი Šafárikovo námestie 6, 818 06 Bratislava 1
მდებარეობა ბრატისლავა, სლოვაკეთი
ქალაქი ბრატისლავა
ქვეყანა სლოვაკეთი
კავშირები Utrecht Network, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1] , ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[2] და Coalition for Advancing Research Assessment[3]
კომენსკის უნივერსიტეტი — სლოვაკეთი
კომენსკის უნივერსიტეტი
uniba.sk

კომენსკის უნივერსიტეტი (სლოვაკ. Univerzita Komenského v Bratislave ლათ. Universitas Comeniana Bratislavensis) — სლოვაკეთის უდიდესი უნივერსიტეტი. სახელი ეწოდა ჩეხი პედაგოგის იან ამოს კომენსკის პატივსაცემად. შედის ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, უტრეხტის ქსელის შემადგენლობაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტი დაარსდა 1919 წელს ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთანავე პრაღაში მდებარე კარლის უნივერსიტეტის დახმარებით. თავდაპირველად უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი, სამედიცინო ფაკულტეტი არსებობდა, მაგრამ უკვე 1921 წელს გაიხსნა ფილოსოფიისა და იურიდიული ფაკულტეტები. 1939-1954 წლებში ეწოდებოდა სლოვაკეთის უნივერსიტეტი. ამჟამად უნივერსიტეტში 13 ფაკულტეტია, რომელზეც დაახლოებით 30 000 სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტთან არსებობს ბოტანიკური ბაღი.

ცნობილი კურსდამთავრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდნენ ჩეხოსლოვაკიის პოლიტიკური მოღვაწეები ალექსანდრე დუბჩეკი და გუსტავ ჰუსაკი, ასევე თანამედროვე სლოვაკეთის ორი პრეზიდენტი ივან გაშპაროვიჩი და ზუზანა ჩაპუტოვა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები: ვლადიმირ მეჩიარი, იოზეფ მორავჩიკი, რობერტ ფიცო და იგორ მატოვიჩი, რომაული სამართლის ისტორიის სპეციალისტი პეტერ ბლაგო და პოეტი შტეფან ჟარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://eua.eu/about/member-directory.html
  2. https://web.archive.org/web/20221123144401/https://www.auf.org/les_membres/nos-membres/
  3. https://web.archive.org/web/20231109092552/https://coara.eu/coalition/membership/